პოლიტიკური პარტია თავისუფალი საქართველო

Political Party Free Georgia

13:23:40
22 11 2017
ეკონომიკური ზრდა: 2002 - 5,4 %   2005 - 9,3 %   2007 - 12 %   2010 - 6,3 %   2011 - 7,2 %   2012 - 6,1 %   2013 - 3,3 %   2014 - 5 %    
ქართული პრესა
PRIMETIMENEWS.GE:კახა კუკავა - ოპოზიცია თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის შემცირებას არ ითხოვს
10-12-2013  

"თავისუფალი საქართველოს" ლიდერის კახა კუკავას განცხადებით, ოპოზიცია თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის შემცირებას არ ითხოვს. განცხადება ამასთან დაკავშირებით კუკავამ "პრაიმტაიმის" პრესკლუბში თენგიზ ომანიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.


"თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის შემცირება ჩვენ არ მოგვითხოვია. ეტყობა, ირაკლი მელაშვილმა ბერძენიშვილისგან ისწავლა, რაში მდგომარეობს დემაგოგიის არსი, ორივეს ერთად კი ეს ყველაფერი ბოკერიასგან აქვთ ნასწავლი. ამ კანონში ერთ-ერთი პოპულარული პუნქტი არის ის, რომ იქმნება თვითმმართველი ქალაქები გორსა და ზუგდიდში. გორელებსა და ზუგდიდელებს უნდათ, რომ იქ შეიქმნას თვითმმართველი ქალაქები და ჩვენ ამას მხარს უჭერთ. მელაშვილი არ საუბრობს იმაზე, რაზეც ვაკრიტიკებთ. ბოკერიასა და ბერძენიშვილის მეთოდებით ჩვენთან ოპონირება არ გაუვა ბატონ მელაშვილს, ჩვენც გვაქვს მიღებული სტაჟირება გასულ პარლამენტში და მინდა უთხრა ბატონ მელაშვილს, რაზეც არავინ გედავებათ, იმაზე ნუ შემოდიხართ დებატებში. გვიპასუხეთ, ვის სჭირდება რეგიონალური ავტონომიებისა და საბჭოების შექმნა? ვის სჭირდება ეთნიკური ნიშნით მუნიციპალიტეტის შექმნა? რატომ არ ირჩევენ სოფლები პირდაპირი წესით მამასახლისებს და რატომ არ იზრდება მუნიციპალიტეტებში ბიუჯეტი? ეს არის არასაპარლამენტო ოპოზიციის შეკითხვები და ამაზე ვითხოვთ პასუხებს", - აცხადებს კუკავა.

 

www.primetimesnews.ge





უკან

კახა კუკავას გამოსვლა პარლამენტში გირგვლიანის საქმეზე
21.02.2017