პოლიტიკური პარტია თავისუფალი საქართველო

Political Party Free Georgia

13:26:13
22 11 2017
ეკონომიკური ზრდა: 2002 - 5,4 %   2005 - 9,3 %   2007 - 12 %   2010 - 6,3 %   2011 - 7,2 %   2012 - 6,1 %   2013 - 3,3 %   2014 - 5 %    
ქართული პრესა
IPN.GE: "ქუთაისის მერიამ ნაძვის ხის შესაძენად 100000 ლარი გამოყო"
27-12-2012  

ქუთაისის მერიამ ქალაქის მთავარი ნაძვის ხის შესაძენად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100000 ლარი გამოყო. 

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, ადგილობრივმა თვითმმართველობამ ქალაქის მთავარი ნაძვის ხის შემსყიდველი კომპანიის გამოსავლენად ელექტრონული ტენდერი მიმდინარე წლის 19 დეკემბერს გამოაცხადა.


"უმაღლესი ხარისხის, ხელოვნური, მეტალისა და პლასტმასის კომბინირებული ნაძვის ხე, რომლის სიმაღლე არანაკლებ 17 მეტრის სიმაღლის უნდა იყოს. ასევე, ნაძვის ხე დამზადებული უნდა იყოს არაწვადი მასალისგან", - ასეთია სატენდერო მოთხოვნა.


ელექტრონული ტენდერის გზით გამოვლენილმა შემსყიდველმა კომპანიამ ნაძვის ხე ხელშეკრულების გაფორმებიდან სამი დღის ვადაში უნდა დადგას. 


ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის, ლევან ჭანჭალეიშვილის განმარტებით, ქალაქის მთავარი ნაძვის ხე ევროპული სტანდარტის იქნება. თუ სად დაიდგმება ახალი ნაძვის ხე, მერია ამას სიურპრიზად ტოვებს.

 


www.ipn.ge





უკან

კახა კუკავას გამოსვლა პარლამენტში გირგვლიანის საქმეზე
21.02.2017