პოლიტიკური პარტია თავისუფალი საქართველო

Political Party Free Georgia

01:26:13
19 11 2017
ეკონომიკური ზრდა: 2002 - 5,4 %   2005 - 9,3 %   2007 - 12 %   2010 - 6,3 %   2011 - 7,2 %   2012 - 6,1 %   2013 - 3,3 %   2014 - 5 %    
ქართული პრესა
IPN.GE: გიორგი ვაშაძე – 1-ელი ოქტომბერი "ნაციონალური მოძრაობისთვის" გაკვეთილი იყო
23-12-2012  

დღეს ჩვენ ახალ ცხოვრებას და "ნაციონალური მოძრაობის" განახლებას ვიწყებთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ექსპო ჯორჯიაში" კონფერენციის დაწყებამდე ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განუცხადა.


მისი თქმით, 1-ელი ოქტომბერი "ნაციონალური მოძრაობისთვის" იყო გაკვეთილი და სწორედ ამიტომ პარტია იწყებს განახლებას. "დღეს ჩვენ ვიწყებთ ახალ ცხოვრებას. დღეს ჩვენ "ნაციონალური მოძრაობის" განახლებას ვიწყებთ. დღეს ჩვენ იმ ახალი რეალობით ვიწყებთ ცხოვრებას, რომელშიც აღმოვჩნდით ყველანი 1-ელი ოქტომბრის შემდეგ. 1-ელო ოქტომბერი "ნაციონალური მოძრაობისთვის" იყო გაკვეთილი და სწორედ ამიტომ ჩვენ ვიწყებთ განახლებას, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველაზე ახლოს ჩვენ ვიქნებით ხალხთან, ყველაზე მეტად ჩვენ მოვუსმენთ ხალხს, ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტები გვექნება ისევ ჩვენ. სწორედ ჩვენ შევთავაზებთ მთავრობას, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანა", - აღნიშნა ვაშაძემ.


მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" იქნება ოპოზიცია, რომელიც კონკრეტულ ქმედით ნაბიჯებს შესთავაზებს თითოეულ სახელმწიფო მოხელეს, იქნება კონსტრუქციული ოპოზიცია და ის ხალხის მოტყუების უფლებას არავის მისცემს. ვაშაძის განცხადებით, "ნაციონალურ მოძრაობაში" სამომავლოდ იქნებიან ახალი სახეები.


www.ipn.ge





უკან

კახა კუკავას გამოსვლა პარლამენტში გირგვლიანის საქმეზე
21.02.2017