პოლიტიკური პარტია თავისუფალი საქართველო

Political Party Free Georgia

01:31:57
19 11 2017
ეკონომიკური ზრდა: 2002 - 5,4 %   2005 - 9,3 %   2007 - 12 %   2010 - 6,3 %   2011 - 7,2 %   2012 - 6,1 %   2013 - 3,3 %   2014 - 5 %    
ქართული პრესა
IPN.GE: "ბიძინა ივანიშვილი - როგორ შევაჩერო ხალხი, რომელიც პროკურატურასთან რიგში დგას"
23-12-2012  

სურვილიც რომ მქონდეს, როგორ შევაჩერო ხალხი, რომელიც პროკურატურასთან რიგში დგას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს.

 

მისივე თქმით, "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო დაპირებებიდან ერთ-ერთი სწორედ სამართლიანობის განცდის აღდგენა იყო. "მე სურვილიც რომ მქონდეს, როგორ შევაჩერო ხალხი, რომელიც პროკურატურასთან რიგში დგას. მივიდე და ვუთხრა, რომ განცხადებები აღარ დაწერონ?!

 

მთავარ პროკურორს ვუთხრა, რომ განცხადებები აღარ განიხილონ თუ რით შევაჩერო ეს პროცესი?! დემოკრატია ისაა, რომ სასამართლომ უნდა განიხილოს ყველა საქმე და გამოიტანოს სამართლიანი განაჩენი", - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი. ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუს სრული ვერსია ხვალ, "კვირის პალიტრის" წლის ნომერში გამოქვეყნდება.

 

www.ipn.ge





უკან

კახა კუკავას გამოსვლა პარლამენტში გირგვლიანის საქმეზე
21.02.2017