პოლიტიკური პარტია თავისუფალი საქართველო

Political Party Free Georgia

01:32:31
19 11 2017
ეკონომიკური ზრდა: 2002 - 5,4 %   2005 - 9,3 %   2007 - 12 %   2010 - 6,3 %   2011 - 7,2 %   2012 - 6,1 %   2013 - 3,3 %   2014 - 5 %    
ქართული პრესა
IPN.GE ნუგზარ წიკლაური ნუკრი ქანთარიას "უღირს ნაძირალას" უწოდებს
07-12-2012  

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი ნუგზარ წიკლაური უმრავლესობის წევრ ნუკრი ქანთარიას "უღირს ნაძირალას" უწოდებს. 
როგორც "ინტერპრესნიუსს" წიკლაურმა განუცხადა, ქანთარიას საქციელს არავითარი შეხება არ აქვს არა მხოლოდ საპარლამენტო ცხოვრებასთან, არამედ ელემენტარულ ადამიანებს შორის ურთიერთობასთან. 
"აი, ამ ფორმით გოგოების შეურაცხყოფა იმას გულისხმობს, რომ ეს ადამიანი არის უღირსი ნაძირალა და უღირსი გარეწარი. რამდენიმე ადამიანი დავინახე, რომელთაც თავისი აღშფოთება ამ არაადამიანური საქციელის გამო გამოხატეს და მათი მადლიერი ვარ", - აღნიშნა წიკლაურმა. 
სუტინიორობასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო უმცირესობამ ქანთარია პირად საუბრებშიც გააკრიტიკა და საჯაროდ ბოდიშის მოხდა მოსთხოვა. 
დღევანდელ პლენარულ სხდომაზე "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტის განხილვისას ქანთარია ამნისტიის ჰუმანურ მხარეებზე საუბრობდა და "ნაციონალურ მოძრაობას" მოუწოდა, "პოლიტიკურ სუტინიორობას" შეეშვას.


www.ipn.ge





უკან

კახა კუკავას გამოსვლა პარლამენტში გირგვლიანის საქმეზე
21.02.2017