პოლიტიკური პარტია თავისუფალი საქართველო

Political Party Free Georgia

01:20:30
19 11 2017
ეკონომიკური ზრდა: 2002 - 5,4 %   2005 - 9,3 %   2007 - 12 %   2010 - 6,3 %   2011 - 7,2 %   2012 - 6,1 %   2013 - 3,3 %   2014 - 5 %    
ქართული პრესა
PIRWELI.COM.GE დემეტრაძე: "ციხეში სააკაშვილს ძალიან ელიან, იქ მისთვის ადგილიც კი შენახული აქვთ – "საქათმეში"
07-12-2012  

უკრაინული გამოცემა "Football" ფეხბურთელ გიორგი დემეტრაძის ინტერვიუს აქვეყნებს, რომელიც პროგრამა "ПроФутбол"-ის ჟურნალისტებმა საპყრობილეში ჩაწერეს.

- რის გამო ზიხართ საპყრობილეში?

- მიზეზი ამ დრომდე ვერ გავიგე. ოფიციალურად 223-ე მუხლით გამასამრთლეს, ქურდული ტრადიციები. თუმცა ყველამ იცის – ჩემი გასამართლებით სხვების შეშინება სურდათ. ეს ბევრისთვის საჩვენებელი იყო. ხელისუფლების ასეთი რეაქციის პროვოცირება გამოიწვია ჩემმა უარმა სხვა უდანაშაულო ადამიანების წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. მე უარი ვთქვი და საპყრობილეში გაყალბებული ბრალდებებით აღმოვჩნდი.

- რამდენად შეგცვალათ პატიმრობამ? თქვენ ახლა სხვა ადამიანი ხართ?

- ისეთივე დავრჩი როგორიც ვიყავი. მე ძალიან მტკიცე ვარ. ადრე ვამბობდი, რომ ყველაფერი ვნახე, ციხის გარდა. ახლა კი ეს ხარვეზიც გამოვასწორე. ციხემ მე კიდევ უფრო გამაკაჟა.

- როგორ მიდის თქვენი ცხოვრება ციხეში?

- თავდაპირველად ძალიან რთული იყო. არ მცემდნენ, თუმცა სასტიკად მექცეოდნენ. ძალიან ბევრჯერ ვიყავი კარცერში. სხვადასხვა მიზეზებს იგონებდნენ, რომ ერთადგილიან საკანში ჩავესვი. იგონებდნენ ხან ხმაურს, ხან ჩხუბს, თუმცა რეალურად, ციხეში არასოდეს მიჩხუბია. სურდათ, ფსიქოლოგიურად გავეტეხე. ამისთვის გადაწყვიტეს, მკაცრი რეჟიმის დახურულ კოლონიაში გადავეყვანე. იქ იმყოფებიან ადამიანები, რომლებსაც სამუდამო პატიმრობა აქვთ მისჯილი, 25 წელი ან მეტი, რეციდივისტები. იქ ჩემი პატიმრობის ყველაზე რთული მომენტი იყო. 28 დღის განმავლობაში არ მაძლევდნენ ბარათს, რომლითაც საჭმლის ან ნივთების შეძენა შემეძლო. მხოლოდ პურს და წყალს მაძლევდნენ. არ მაძლევდნენ ლეიბს და კბილის პასტას. სასეირნოდ არ მიშვებდნენ. თუმცა როდესაც დაინახეს, რომ ფსიქოლოგიურად ვერ გამტეხეს, დაწყნარდნენ. 

- ციხეში გცნობდნენ?

- დიახ, მსჯავრდებულებიც, ციხის ხელმძღვანელობას, თუმცა არანაირი დათმობები არ ყოფილა. ავტოგრაფებს არ მართმევდნენ. 

- მსჯავრდებულები ფეხბურთს თამაშობენ?

- მუდმივად. აქ ბევრს უყვარს ფეხბურთი, ჩვენ ტურნირებს ვაწყობდით. ჩემი გუნდი იგებდა, დემეტრაძე კი საუკეთესო ბომბარდირი ხდებოდა. ერთხელ მსჯავრდებულებსა და პროფესინიალ ფეხბურთელებს შორისაც გაიმართა მატჩი და ჩვენ ანგარიშით 8:7 გავიმარჯვეთ.

- როგორია ამჯერად თქვენი წონა?

- დაპატიმრებამდე 74 კგ ვიყავი, ახლა 64 კგ ვარ. ფორმას ვინარჩუნებ, ჩვენ გვაქვს ტრენაჟორები, უკვე 70 კილოგრამიან ძელს ვწევ.

- ციხეში მეგობრები თუ გაიჩინეთ?

- რა თქმა უნდა, აქ ბევრი სუფთა, წესიერი, კარგი ადამიანი ზის. არიან პროფესორებიც და აკადემიკოსები. ბევრი ციხეში წინა პოლიტიკური რეჟიმის გამო მოხვდა. მსჯავრდებულების პროცენტული მაჩვენებლით საქართველო მსოფლიო ლიდერებს შორისაა. თუ ათი წლის წინ რამდენიმე ათასი პატიმარი იყო, ახლა უკვე სადღაც 50 ათასამდეა.

- საპატიმროს როდის ტოვებთ?

- 2012 წლის დეკემბერში ახალი პარლამენტი დიდ ამნისტიას განახორციელებს. მე იმ სიაში ვარ. ასე, რომ ახალი წლისთვის უკვე სახლში ვიქნები. პირველ რიგში, მინდა, ყველა ჩემი ახლობელი ვნახო. საჭმელებიდან კი ყველაზე მეტად მწვადის და ღვინის გასინჯვა მინდა. გლობალური გეგმები ჯერჯერობით არ მაქვს. მე უკვე 36 წლის ვარ, ასე, რომ 3-წლიანი პატიმრობის შემდეგ ფეხბურთის მაღალ დონეზე თამაშს ვეღარ შევძლებ. თუმცა შესაძლოა, თამაშში სხვა ამპლუაში დავრჩე.

- თქვენი მეგობარი კახა კალაძე ახალი ხელისუფლების შემადგენლობაში. ახლა ის ენერგეტიკის მინისტრია. როგორი რეაქცია გქონდათ საპარლამენტო არჩევნების შედგებზე?

- კახა ძალიან ნიჭიერი ადამიანია. დარწმუნებული ვარ, იგი საქართველოსთვის ბევრ სასარგებლოს გააკეთებს. ვუსურვებ, რომ ქვეყანაში დენი მუდმივად იყოს. რაც შეეხება ხელისუფლებას ცვლილებას, ეს ძალიან კარგია. მოვიდნენ ჭკვიანი, პატიოსანი და კეთილშობილი ადამიანები. ყველაზე მთავარია, რომ ახლა საქართველოში არავის არაფრის ეშინია, ეს ადრე იყო ყველა დაშინებული. ყველას ციხეში სვამდნენ, მალე კი, ალბათ, თავად სააკაშვილი ჩაჯდება ციხეში. მას აქ ძალიან ელიან. ადგილიც კი შენახული აქვთ მისთვის – “საქათმეში”.

- თქვენ ხომ არ მოიაზრებთ საკუთარ თავს ახალ მთავრობაში?

- ჯერჯერობით არ ვიცი, ვფიქრობ, რომ არა. მე მჯერა ახალი ხელისუფლების, მჯერა, რომ ისინი განვითარებას მოიტანენ, რადგან სააკაშვილმა მსოფლიო მედიაში შექმნა ილუზია საქართველოში დიდ განვითარებაზე, თუმცა ქვეყნის შიგნით ყველაფერი სხვაგვარად არის.

- მსოფლიოში მიმდინარე ამბებს მედიის საშუალებით იღებთ?

- დიახ. პირველი ორი წელი არანაირი ინფორმაცია არ იყო. ევროპის ჩემპიონატს რადიოს საშუალებით ვუსმენდი. თუმცა ახლა სხვაგვარად არის, ვიცი, რომ უკრაინის ჩემპიონატში "შახტიორი" ლიდერობს. თუმცა მე უკრაინული ფეხბურთიდან ყველაზე მეტად არა "შახტიორი" ან "დინამო", არამედ დონეცკის "მეტალურგი" მაინტერესებს. ძალიან მინდა, რომ მათ ჩემპიონატი მესამე ადგილზე დაასრულონ და ევროთასზე მოხვდნენ. გადაეცით "მეტალურგს" დიდი მოკითხვა დემეტრაძისგან. ყველას გადაეცით მოკითხვა და უთხარით, რომ გიორგი საპატიმროდან მალე გამოვა და ყველაფერი კარგად იქნება.


მაკა ბრეგვაძე
საინფორმაციო სააგენტო "პირWელი"


www.pirweli.com.ge





უკან

კახა კუკავას გამოსვლა პარლამენტში გირგვლიანის საქმეზე
21.02.2017