პოლიტიკური პარტია თავისუფალი საქართველო

Political Party Free Georgia

01:18:57
19 11 2017
ეკონომიკური ზრდა: 2002 - 5,4 %   2005 - 9,3 %   2007 - 12 %   2010 - 6,3 %   2011 - 7,2 %   2012 - 6,1 %   2013 - 3,3 %   2014 - 5 %    
ქართული პრესა
NEWSPLUS.GE არ მჯერა რომ ბიძინა რუსების პროექტია, ისინი დებილები არიან, ამას ვერ დაგეგმავდნენ
07-12-2012  

 

არ მჯერა შეთქმულების თეორიების და იმისა, რომ ბიძინა რუსების პროექტია. რუსები ბევრად სუსტები და დებილები არიან და მათ ასეთი რაღაცის დაგეგმვა არ შეუძლიათ.

აცხადებს უმცირესობის წევრი, გივი თარგამაძე გაზეთ "ვერსიისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

 

მისი თქმით, საქართველო ისეთი დასუსტებული ახლა, რომ  პუტინის პირველი საპრეზიდენტო ვადა რომ ყოფილიყო, თვენახევარში მოუღებდა ბოლოს.

"მოკლედ, ზედ გადაგვივლიდნენ, მაგრამ ბედმა გაგვიღიმა, მგონი, პუტინს ზურგი აწუხებს და ეს ფაქტი სასიხარულოა. ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს ნაბიჯი (საქართველოს მიერ პალესტინის სტატუსის გაზრდის მხარდაჭერა) იყო უვიცობა, უმეცრება, ასეთი არაკომპეტენტურობა ყველა დონეზე საოცარია", - აცხადებს თარგამაძე.

მისი თქმით, ამგვარი მდგომარეობა საქართველოში ზვიად გამსახურდიას დროსაც კი არ ყოფილა.

"ესენი ყოველგვარ ზღვარს არიან გადასულნი. ჩვენი ხალხი ხომ გამოყარეს, დასხდნენ თვითონ და "გაგნებაში" არ არიან, როგორ უნდა ქვეყნის მართვა... როგორ შეიძლება, ერთ თვეში გადაიკიდო მსოფლიოს ნახევარი? რანაირად უნდა მოახერხო, გადაიკიდო ყველაზე ახლო მეგობრები აშშ, ევროპა და ზედ მიამატო თურქეთი, ისრაელი, ჩინეთი?", - აცხადებს თარგამაძე.

www.newsplus.ge

 





უკან

კახა კუკავას გამოსვლა პარლამენტში გირგვლიანის საქმეზე
21.02.2017