პოლიტიკური პარტია თავისუფალი საქართველო

Political Party Free Georgia

13:25:03
22 11 2017
ეკონომიკური ზრდა: 2002 - 5,4 %   2005 - 9,3 %   2007 - 12 %   2010 - 6,3 %   2011 - 7,2 %   2012 - 6,1 %   2013 - 3,3 %   2014 - 5 %    
ქართული პრესა
GHN.GE სერგეი ლავროვი: მაგნიტსკის სიის პასუხად ამერიკელებს რუსეთში არ შემოვუშვებთ
07-12-2012  

რუსეთი აშშ-ს სენატის მიერ მიერ ე.წ. მაგნიტსკის სიის მიღების პასუხად ადამიანის უფლებების დამრღვევ ამერიკელებს თავის ტერიტორიაზე არ შეუშვებს. განცხადება ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გააკეთა.

"დუბლინში ჰილარი კლინტონთან შეხვედრაზე მე დავადასტურე, რომ ჩვენ ჩავკეტავთ გზას იმ ამერიკელებისათვის, რომლებიც მართლაც დამნაშავენი არიან ადამიანის უფლებების დარღვევაში", _ განაცხადა ლავროვმა ჰილარი კლინტონთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

აღნიშნული აკრძალვა, რომელიც აშშ-მა მიიღო ითვალისწინებს ვიზებზე უარის თქმას და ასევე ფინანსურ სანქციებს იმ რუსი ჩინოვნიკების მიმართ, რომლებიც, როგორც ვაშინგტონში მიიჩნევენ, თანამონაწილენი არიან ფონდ Hermitage Capital-ის იურისტის სერგეი მაგნიტსკის გარდაცვალებაში.

აღნიშნულ კანონპროექტს აშშ-ს სენატში 94 სენატორმა დაუჭირა მხარი და მხოლოდ 4 იყო წინააღმდეგი. იმისათვის, რომ ეს კანონი ძალაში შევიდეს აუცილებელია, რომ მას აშშ-ს პრეზიდენტმა მოაწეროს ხელი. რისეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აშშ-ს სენატის მიერ ე.წ. მაგნისტკის სიის მიღებას "აბსურდის თეატრის სპექტაკლი" უწოდეს.


www.ghn.ge





უკან

კახა კუკავას გამოსვლა პარლამენტში გირგვლიანის საქმეზე
21.02.2017