პოლიტიკური პარტია თავისუფალი საქართველო

Political Party Free Georgia

13:24:58
22 11 2017
ეკონომიკური ზრდა: 2002 - 5,4 %   2005 - 9,3 %   2007 - 12 %   2010 - 6,3 %   2011 - 7,2 %   2012 - 6,1 %   2013 - 3,3 %   2014 - 5 %    
ქართული პრესა
TSPRESS.GE დათო მაღრაძე - სააკაშვილი ივანიშვილს ეხვეწება შემხვდი და საგარეო საქმეები ჩამაბარეო
06-12-2012  

პოეტმა დავით მაღრაძემ, პრეზიდენტი სააკაშვილი იმის გამო გააკრიტიკა, რომ მან საგარეო საქმეთა კუთხით ბევრი შეცდომა დაუშვა და, მისი თქმით, ახლა ივანიშვილს საგარეო საქმეების ჩაბარებას ეხვეწება. განცხადება მან ეკა ბერიძის "მთავარ კითხვაში" გააკეთა.

 

 

 

 

"რაღაც დაახლოებით ამგვარი რაღაც გაჟღერდა, რომ საგარეო საქმეებსს თავის თავზე აიღებს სააკაშვილი და საშინაო საქმეებს დაუტოვებს საწყალ საქართველოს და ბატონ ბიძინა ივანიშვილს. ეტყობა, მხოლოდ ერთეულები არ არიან მოწყვეტილი რეალობას, სააკაშვილი ამის მაგალითს იძლევა, როგორ უნდა მოწყდე საერთოდ რეალობას. რა საგარეო საქმეთა გაძღოლა შეუძლია სააკაშვილს? სხვანაირი მართვა მას არ შეუძლია, მასწავლებელი თვითონ არის, ენერგეტიკოსიც, მჭედელიც, შოუმენიც, კლოუნიც, სისხლისმსმელიც, ქურდი და კრიმინალური ავტორიტეტიც, მოსამართლეც და პროკურორიც თვითონ არის...ასე არ გამოდის...

 

სხვანაირი მართვა არ იცის ამ კაცმა და დაიბნა...ახლა ივანიშვილს ეხვეწება შემხვდი და საგარეო საქმეები ჩამაბარეო. რა უნდა მიაბაროს? რა გააკეთა საგარეო საკითხებში? დაკარგა მიწა-წყალი, ჩააბარა რუსეთს. ასიამოვნა ერთ-ორ უცხოელ მოხელეს, რომელსაც გაუხარდა, რომ რუსი გახდა ოკუპანტი. იმაზე კი აღარ იფიქრა, რომ ქართველს გაუხარდა, რომ ქართული მიწის 1/3 დაკარგა იმისათვის, რომ რუსს ოკუპანტი ერქვას? თუ მანამდე რატომ არ შეიძლებოდა რქმეოდა რუსეთს, ოკუპანტი აფხაზეთს ჩვენ ვაკონტროლებდით თუ როგორ იყო ჩვენი საქმე,? თუ ის აღარ იყო საქართველოს ისტორიულ შემადგენლობაში?"-განაცხადა მაღრაძემ.

 

მან სააკაშვილი გააკრიტიკა იმის გამოც, რომ რაღაც ფარატინა ქაღალდს დაარქვა "მაპ-ზე უკეთესი." "აი, ამ სისულეელეებში გამოატარა მან ჩვენი სამშობლო," - განაცხადა მაღრაძემ და ირონიულად დასძინა, რომ სავარაუდოდ, მასაჟისტი დოქტორ დოტის მეორე ვიზიტისთვის სჭირდება სააკაშვილს საგარეო საკითხების მართვა.

 

www.tspress.ge





უკან

კახა კუკავას გამოსვლა პარლამენტში გირგვლიანის საქმეზე
21.02.2017