პოლიტიკური პარტია თავისუფალი საქართველო

Political Party Free Georgia

13:24:53
22 11 2017
ეკონომიკური ზრდა: 2002 - 5,4 %   2005 - 9,3 %   2007 - 12 %   2010 - 6,3 %   2011 - 7,2 %   2012 - 6,1 %   2013 - 3,3 %   2014 - 5 %    
ქართული პრესა
IVERONI.COM.GE ირაკლი ალასანია რუსეთს რიტორიკის შეცვლისკენ მოუწოდებს
05-12-2012  

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია რუსეთს რიტორიკის შეცვლისკენ მოუწოდებს. 

"არ იქნებოდა ცუდი, საქართველოს ახალი ხელისუფლების წინადადებებზე რუსულ მხარეს შემხვედრი ნაბიჯებით ეპასუხა", - განუცხადა ალასანიამ ჟურნალისტებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადების კომენტირებისას. 

"ვფიქრობ, რომ ლავროვს არაფერი უთქვამს. ვისურვებდი, რომ რუსეთის შემხვედრი ნაბიჯები და რიტორიკა საქართველოს ახალი ხელისუფლების პოზიტიური სიგნალების ადეკვატური ყოფილიყო. ერთ-ერთი ასეთი პოზიტიური სიგნალი სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა იყო", - აღნიშნა მინისტრმა. 

შეგახსენებთ, რომ ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ქართულ მხარეს ტერმინ "ოუპაციაზე" უარის თქმა ურჩია.

"ქართველი მეზობლები აცხადებენ, რომ მათ ურთიერთობების ნორმალიზება სურთ, თუმცა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს ოკუპირებულ ტერიტორიებად განიხილავენ. ასეთი რიტორიკა წინაპირობების გარეშე დიალოგის დაწყებას ხელს ვერ შეუწყობს", - აღნიშნა ლავროვმა.

www.iveroni.com.ge





უკან

კახა კუკავას გამოსვლა პარლამენტში გირგვლიანის საქმეზე
21.02.2017