პოლიტიკური პარტია თავისუფალი საქართველო

Political Party Free Georgia

13:24:36
22 11 2017
ეკონომიკური ზრდა: 2002 - 5,4 %   2005 - 9,3 %   2007 - 12 %   2010 - 6,3 %   2011 - 7,2 %   2012 - 6,1 %   2013 - 3,3 %   2014 - 5 %    
ქართული პრესა
NEWSPLUS.GE 10 თვის ბარბარე რაფალიანცის ოჯახს დუმილის სანაცვლოდ 3 ათასი ლარი შესთავაზეს
04-12-2012  

 



ტელეკომპანია "იმედის" ინფორმაციით, ოჯახის წევრების მტკიცებით, აღნიშნული თანხა  კახეთში პრეზიდენტის ყოფილმა რწმუნებულმა გიორგი ღვინიაშვილმა გაუგზავნათ.

 

დეიდის, დალი მექერიშვილის მტკიცებით, ტრაგედიიდან რამდენიმე დღეში მათთან უცნობი მამაკაცი მივიდა, რომელმაც თავი გურჯაანის გამგებლის მოადგილედ წარუდგინა და ოჯახს 3 ათასი ლარი გადასცა.

რაფალიანცის ოჯახის წევრებს პრეტენზიები გურჯაანის პოლიციის მაშინდელი უფროსის მოადგილის გოჩა სიბაშვილის მიმართაც აქვთ. 

გარდაცვლილის ბებია აცხადებს, რომ  სიბაშვილი მკვლელობის თანამონაწილეა და ჩვილის ძებნის პროცესს ხელი შეგნებულად შეუშალა.

კახეთის გუბერნატორის მოადგილის გიორგი სიბაშვილის განცხადებით კი , ოჯახისთვის ფინანსურ დახმარებაში უკანონო არაფერი ყოფილა და ეს მათი მოტხოვნის საფუძველზე განხორციელდა.

"მათ მიმართეს გურჯაანის გამგეობას და დაკრძალვის ხარჯები მოითხოვეს. გამგეობამ მათ შესთავაზა ის, რაც ბიუჯეტში დაკრძალვისთვის დადგენილი აქვს, სადღაც 200-300 ლარი, რაზეც ოჯახმა კატეგორიული უარი განაცხადა და მინიმუმ 3 ათასი ლარის ფარგლებში თანხა მოითხოვეს", - განაცხადა სიბაშვილმა.


გიორგი ღვინიაშვილის განმარტებით კი, იმ პერიოდში თავად გუბერნატორი უკვე აღარ იყო და ეს გადაწყვეტილება გუბერნიამ მიიღო.

 

www.newsplus.ge

 





უკან

კახა კუკავას გამოსვლა პარლამენტში გირგვლიანის საქმეზე
21.02.2017