პოლიტიკური პარტია თავისუფალი საქართველო

Political Party Free Georgia

01:33:11
19 11 2017
ეკონომიკური ზრდა: 2002 - 5,4 %   2005 - 9,3 %   2007 - 12 %   2010 - 6,3 %   2011 - 7,2 %   2012 - 6,1 %   2013 - 3,3 %   2014 - 5 %    
ქართული პრესა
AMBEBI.GE წინწყაროში რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირება, შესაძლოა, სისხლისღვრამდე მივიდეს
04-12-2012  

თეთრიწყაროს რაიონის სოფელ წინწყაროში რელიგიურ ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირება ამ დრომდე გრძელდება. სოფელში ვითარების გასარკვევად პარლამენტის წევრები - სოსო ჯაჭვლიანი და ვიქტორ ჯაფარიძე ჩავიდნენ. დეპუტატები წინწყაროში ჩასახლებულ სვანებს შეხვდნენ. შეხვედრის დროს პარლამენტის წევრმა, ვიქტორ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ დაპირისპირება თუ არ შეწყდა, სისხლისღვრა გარდაუვალია.

წინწყაროში ბერძნები ცხოვრობდნენ, თუმცა მას შემდეგ, რაც მათი დიდი ნაწილი საქართველოდან წავიდა, სოფელში აზერბაიჯანელები დასახლდნენ. 2005 წელს, მთავრობამ წინწყაროში მაღალმთიანი აჭარიდან და სვანეთიდან ეკომიგრანტების 400-მდე ოჯახი ჩაასახლა. სოფლის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის თამაზ მოსიძის ინფორმაციით, აჭარელი ეკომიგრანტების უმრავლესობა გაქრისტიანდა. მისივე თქმით, სოფელში 20-მდე მუსლიმი ოჯახია. ისლამის მიმდევარია სოფელში მცხოვრები აზერბაიჯანელების 100-მდე ოჯახიც, თუმცა აზერბაიჯანელი და აჭარელი მუსლიმები ერთად არ ლოცულობენ.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც უცნობმა პირებმა სოფლის ერთ-ერთი სასაფლაოს ჭიშკარზე ჯვრები ახსნეს. ინცინდენტმა წინწყაროში მცხოვრები სვანები გააღიზიანა. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ჯვრები აჭარელმა მუსლიმებმა ახსნეს.

აჭარელი მუსლიმების თქმით, ქრისტიანებმა სასაფლაოზე შესასვლელ კარზე ჯვარი მიზანმიმართულად დაამაგრეს. თამაზ ხოზრევანიძე ადასტურებს, რომ ეს ფაქტი მათ უკმაყოფილებას იწვევდა, თუმცა არ იცის, ვინ ჩამოხსნა ჯვარი კარიდან.

"თურქმა გვიყიდა კერძო სახლი, რომელიც მეჩეთად ვაქციეთ. სვანები გვეუბნებიან, ამას არ დავუშვებთ, ქართული სოფელია და არ შეიძლება მეჩეთი იყოსო. მე ეკლესიაში ვერ შევალ, ღმერთი არ მაპატიებს. მე ჩემი რწმენა მაქვს, მათ თავისი. ჩვენ მაგათ ვუშლით რატომ შედიხართ ეკლესიაშიო? სახლი, რომელსაც მეჩეთად ვიყენებთ, სოფლის ბოლოში დგას და არავის უშლის, ხალხი ლოცულობს და გამოდის. პარასკევს მთელი ამბები იყო. მთელი პოლიცია და მილიცია აქ იყო. ამ პარასკევს კიდევ აპირებენ ხელშეშლას, მაგრამ არ დავთმობთ," - აცხადებს ადგილობრივი თამაზ პაპიძე.

სრული ვერსია
კახეთის საინფორმაციო ცენტრი

წყარო/Source: www.ambebi.ge





უკან

კახა კუკავას გამოსვლა პარლამენტში გირგვლიანის საქმეზე
21.02.2017