პოლიტიკური პარტია თავისუფალი საქართველო

Political Party Free Georgia

13:25:40
22 11 2017
ეკონომიკური ზრდა: 2002 - 5,4 %   2005 - 9,3 %   2007 - 12 %   2010 - 6,3 %   2011 - 7,2 %   2012 - 6,1 %   2013 - 3,3 %   2014 - 5 %    
ქართული პრესა
FRONTNEWS.GE „საქართველოს პრემიერ- მინისტრი ახალ - ლობიზმის დეპარტამენტს ქმნის“
04-12-2012  

რუსული გამოცემა „იზვესტიას" ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ახალ დეპარტამენტს ქმნის, რომელიც დასავლეთში ახალი ხელისუფლების დადებითი იმიჯის ჩამოყალიბებაზე იზრუნებს.

„ბიძინა ივანიშვილმა თავის ოპონენტ მიხეილ სააკაშვილს პროპაგანდისტულ ფრონტზე პასუხი მოუმზადა. საზოგადოებასთან კომუნიკაციის გაუმჯობესება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვრებს გარეთ, – ეს ახალი პრემიერის ინიციატივაა. ამ მიზნით მიმდინარე კვირას საქართველოს მთავრობა ჩამოაყალიბებს საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალურ დეპარტამენტს, რომლის ხელმძღვანელად ცნობილი პოლიტოლოგი, 40 წლის ვალერიან გორგილაძე დაინიშნება" – წერს „იზვესტია".

ჟურნალისტის ინფორმაციით, „ეს გადაწყვეტილება ივანიშვილმა მას შემდეგ მიიღო, რაც ბოლო ორი კვირის განმავლობაში წამყვან დასავლურ მედიასაშუალებებში უამრავ პუბლიკაციებს წააწყდა, რომლებშიც საქართველოს ახალი ხელისუფლება მთავრობის ყოფილი წევრების დაკავებებისთვის მწვავედ იყო გაკრიტიკებული".

„საქართველოში ახლა ელიტის ცვლა მიმდინარეობს: წინა იყენებს დასავლეთში ჩამოყალიბებულ კავშირებს და ამ სფეროში გამოცდილება გააჩნია, ახალი ბიუროკრატია კი მხოლოდ ახლა ყალიბდება, რაც გარკვეულ სირთულეებს და პრობლემებს ქმნის. ვფიქრობ, ჩვენ ორი თვე დაგვჭირდება, რომ ეს წესრიგში მოვიყვანოთ" – განაცხადა „იზვესტიასთან" საუბრისას გორგილაძემ.

 





უკან

კახა კუკავას გამოსვლა პარლამენტში გირგვლიანის საქმეზე
21.02.2017