პოლიტიკური პარტია თავისუფალი საქართველო

Political Party Free Georgia

13:25:48
22 11 2017
ეკონომიკური ზრდა: 2002 - 5,4 %   2005 - 9,3 %   2007 - 12 %   2010 - 6,3 %   2011 - 7,2 %   2012 - 6,1 %   2013 - 3,3 %   2014 - 5 %    
ქართული პრესა
OBIEQTIVI.NET პაატა ზაქარეიშვილი: ,,,ჩვენი უპირველესი ამოცანაა აგრესიული პოლიტიკა შევაჩეროთ’’
04-12-2012  

,,ჩვენი უპირველესი ამოცანაა შევაჩეროთ ის აგრესიული პოლიტიკა ქართული მხრიდან, რომელიც სააკაშვილის პერიოდში იყო’’, -ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში, პაატა ზაქარეიშვილმა ,, ობიექტივის “ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

,, ჩვენი მთავარი ამოცანაა დავაჯეროთ აფხაზები და ოსები, რომ საქართველოში სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. ჩვენ გადავდგამთ იმ ნაბიჯებს, რომელსაც არ დგამდა სააკაშვილი. ჩვენ ჩვენი ნაბიჯებით გავანეიტრალებთ ჩვენს ოპონენტებს. მათ კი მოუწევთ შემხვედრი ნაბიჯების გადადგმა“,-აღნიშნა ზაქარეიშვილმა. 
მისი თქმით , მას შემდეგ, რაც ახალი მთავრობა დაინიშნა, ცხინვალის რეგიონიდან არანაირი აგრესიული განცხადებები არ გაკეთებულა .

,, მცირე აგრესიული განცხადებები გაკეთდა აფხაზეთის მხრიდან, მაგრამ იქიდან წამოსულ მკვახე განცხადებებს არ ვპასუხობთ. არის უამრავი საკითხები, ჯერ -ჯერობით კონკრეტულად ვერ ვსაუბრობ. არის რამოდენიმე საკითხი , რომელზეც საზოგადოება აუცილებლად მიიღებს ინფორმაციას, საზოგადოებისგან დაფარული ნაბიჯები არ გადაიდგმება“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა. 
მისივე თქმით, რეინტეგრაციის სამინისტროს სახელწოდება აუცილებლად შეეცვლება.

,,სამინისტროს ამჟამინდელი სახელწოდება ჩემთვის მიუღებელია. აღნიშნულათან დაკავშირებით სააერთაშორისო თანამეგობრობასთან გვაქვს კონსულტაციები , განიხილება რამოდენიმე სახელწოდება და უახლოეს მომავალში სამინისტროს სახელწოდება აუცილებლად შეეცვლება“,–აღნიშანა პაატა ზაქარეიშვილმა.


www.obiewtivi.net





უკან

კახა კუკავას გამოსვლა პარლამენტში გირგვლიანის საქმეზე
21.02.2017