პოლიტიკური პარტია თავისუფალი საქართველო

Political Party Free Georgia

13:26:15
22 11 2017
ეკონომიკური ზრდა: 2002 - 5,4 %   2005 - 9,3 %   2007 - 12 %   2010 - 6,3 %   2011 - 7,2 %   2012 - 6,1 %   2013 - 3,3 %   2014 - 5 %    
ქართული პრესა
AMBEBI.GE "მაიძულებდნენ მეთქვა, რომ გოგა ხაინდრავამ დამავალა შარაძის მოკვლა"
04-12-2012  

დადგა დრო, როცა გიორგი ბარათელის სკანდალური აღიარება საქმის ხელახალი გამოძიების საფუძველი გახდება. ახლახან მან ციხიდან წერილი გამოგზავნა და დეტალურად აღწერა ის ზეწოლა, რომელსაც საპატიმროში განიცდიდა. უფრო ადრე კი განაცხადა, რომ გურამ შარაძის მკვლელობის აღიარებას ჯერ კიდევ მაშინ სთხოვდნენ, როცა შარაძე ცოცხალი იყო(?!). ვინ როგორ ცდილობდა ბარათელზე გავლენის მოხდენას და რის აღიარებას სთხოვდნენ, პატიმრის წერილიდან შეიტყობთ.

გიორგი ბარათელი (სტილი დაცულია): "2007 წლის 20 მაისიდან ვიმყოფები უკანონო პატიმრობაში არჩადენილი დანაშაულისთვის. ყოფილი ხელისუფლების პირობებში სამართალდამცავმა ორგანოებმა იძულებული გამხადეს, რომ მეღიარებინა ბატონ გურამ შარაძის მკვლელობა, რომელიც არ ჩამიდენია. ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს სურდათ, რეალურად დაეფარათ შარაძის მკვლელი ან მკვლელები და უდანაშაულო ადამიანი გამომამწყვდიეს ხანგრძლივი ვადით საპყრობილეში იმ იმედით, რომ სიმართლე არასოდეს გაირკვეოდა. მე მხოლოდ იმის გამო ვაღიარე, თითქოსდა ბატონ გურამ შარაძის მკვლელობა ჩავიდინე, რომ ჩემი სიცოცხლე და უსაფრთხოება არ იყო დაცული.

მთავრობის შეცვლის შემდეგ მომეცა იმედი, რომ სიმართლე გაირკვეოდა და ჩემი სიცოცხლეც დაცული იქნებოდა და ამიტომ გავბედე მეთქვა სიმართლე, რომ ბატონი გურამ შარაძე მე არ მომიკლავს. 2012 წლის 22 ოქტომბერს განცხადებით მივმართე საქართველოს მთავარ პროკურორს, რომ დავეკითხე. ამავდროულად, ჩემი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, ბატონმა მამუკა ნოზაძემ არაერთხელ მიმართა იუსტიციის მინისტრს და მთავარ პროკურორს ჩემი დაკითხვისა და ბატონ გურამ შარაძის მკვლელობის გამოძიების თაობაზე, რასაც დღემდე არ მოჰყოლია არანაირი შედეგი... ვაცნობიერებ, რომ პროკურატურას არა აქვს საკმარისი რესურსი და დაკავებულია სხვა საქმეებით, მაგრამ როდესაც საქმე უდანაშაულო ადამიანის, საზოგადო მოღვაწის, ბატონ გურამ შარაძის მკვლელობის გამოძიებას ეხება, უფრო ადეკვატური დამოკიდებულება უნდა იქნეს გამოხატული, არ უნდა მოხდეს გამოძიების დაწყების მიზანმიმართული გაჭიანურება. მთელი ჩემი პატიმრობის მანძილზე მუდმივად ვიყავი ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ და ვკონტროლდებოდი პატიმრების მხრიდან, რომ სიმართლე არ მეთქვა. 2011 წელს მორიგი ფსიქოლოგიური ზეწოლის გამო, თვითდაზიანებებიც კი მივიყენე, რის თაობაზეც დავიკითხე კიდეც. მას შემდგომ, რაც გავაჟღერე ჩემი უდანაშაულობის თაობაზე, გაძლიერდა ფსიქოლოგიური ზეწოლა, რომ არ მეთქვა სიმართლე და ძველი ჩვენება არ გადამეთქვა, რის გამოც არ დავყევი მოგზავნილ პატიმარს, ზურაბ ჭონიაშვილს. მომიწყვეს პროვოკაცია და ცდილობენ, შეთითხნონ სისხლის სამართლის საქმე, თითქოსდა მე დავჭერი ლურსმნით აღნიშნული პიროვნება და მე გამაჩნდა ლურსმანი, რაც სინამდვილეს არ შეეფერება, რადგან ვერ მექნებოდა ვერანაირი კანონსაწინააღმდეგო ნივთი იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ საკანს სისტემატურად ამოწმებს ციხის ადმინისტრაცია. რაიმე რომ მქონოდა, ბუნებრივია, ამოიღებდნენ.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

წყარო/Source: www.ambebi.ge





უკან

კახა კუკავას გამოსვლა პარლამენტში გირგვლიანის საქმეზე
21.02.2017