პოლიტიკური პარტია თავისუფალი საქართველო

Political Party Free Georgia

13:23:36
22 11 2017
ეკონომიკური ზრდა: 2002 - 5,4 %   2005 - 9,3 %   2007 - 12 %   2010 - 6,3 %   2011 - 7,2 %   2012 - 6,1 %   2013 - 3,3 %   2014 - 5 %    
ქართული პრესა
IVERONI.COM.GE ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 175-ე წლისთავი ქართველებმა რუსებთან ერთად სანქტ-პეტერბურგში აღნიშნეს
03-12-2012  

ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 175-ე წლისთავი ქართველებმა რუსებთან ერთად სანქტ-პეტერბურგში აღნიშნეს. სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებაზე მომღერალმა ნანი ბრეგვაძემ და "ქართულმა ხმებმაც" იმღერეს.


როგორც "ივერონს" ქართული დელეგაციის წევრმა – მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ მაყვალა გონაშვილმა განუცხადა, პეტერბურგში საქართველოს 20-კაციანი დელეგაცია ორგანიზაცია "რუსკი კლუბის" ხელმძღვანელ ნიკალაი სვეტიცკის მიწვევით გაემგზავრა, რომელიც ამავდროულად ის დელეგაციას ხემძღვანელობდა. 

"მსგავსი თბილი საღამო არ მინახავს. ილია ჭავჭავაძის ლექსებს ქართველებთან ერთად რუსებიც კითხულობდნენ. ნანი ბრეგვაძისა და "ქართული ხმების" რეპერტუარს დარბაზში მყოფნი ფეხზე ადგომით და ოვაციებით ხვდებოდნენ. როდესაც პატარა რუს გოგონას ქართული ტექსტი დაავიწყდა, მთელი დარბაზი ფეხზე ადგა და "თბილისოს" ყველა ერთად ვმღეროდით "- აღნიშნა მაყვალა გონაშვილმა, რომელიც სანქტ-პეტერბურგში 20 წელია, არ ყოფილა. 

დელეგაციის წევრებმა სანქტ-პეტერბურგის ქართულ ეკლესიას ილია ჭავჭავაძის ხატიც გადასცეს, რომელიც მხატვარმა გიორგი კუბლაშვილმა პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დაწერა. 

როგორც გონაშვილმა "ივერონს" განუცხადა, მხატვარმა "ნევის პროსპექტზე" გამოფენაც მოაწყო, რომელზეც უამრავი დამთვალიერებელი მოვიდა. 

დელეგაციის წევრები რადიო-სადგურ "ეხო-მოსკვის" ეთერშიც მიიწვიეს. 
როგორც გონაშვილი აცხადებს, მწერალმა ნატალია სოკოლოვსკაიმ რუსეთ-საქართველოს შორის დაძაბული პოტიკური ურთიერთობების გამო ქართველ ხალხს ბოდიში მოუხადა. 

"მრცხვენია ქართველების წინაშე, ჩვენთვის საქართველოში ჩამოსვლა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა როდესაც ჩემი ქართველი კოლეგების რუსეთში ჩამოყვანა დავაპირე, უამრავ ბარიერს წავაწყდი"- აღუნიშნავს "ეხო-მოსკვის" ეთერში ნატალია სოკოლოვსკაია. 


www.iveroni.com.ge





უკან

კახა კუკავას გამოსვლა პარლამენტში გირგვლიანის საქმეზე
21.02.2017