პოლიტიკური პარტია თავისუფალი საქართველო

Political Party Free Georgia

13:22:40
22 11 2017
ეკონომიკური ზრდა: 2002 - 5,4 %   2005 - 9,3 %   2007 - 12 %   2010 - 6,3 %   2011 - 7,2 %   2012 - 6,1 %   2013 - 3,3 %   2014 - 5 %    
ქართული პრესა
IVERONI.COM.GE რამაზ ნიკოლაიშვილი შესაძლოა, ამ დღეებში პროკურატურაში დაიბარონ
03-12-2012  

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ყოფილი მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი შესაძლოა, ამ დღეებში პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარონ. 

როგორც ცნობილია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ რამდენიმე დღის წინ უწყებაში 10 მილიონიან გადახარჯვასთან დაკავბშირებული საგანგებო განცხადება გააკეთა. 

ნარმანიას მტკიცებით, ეს გადახარჯვა მისი წინამორბედის რამაზ ნიკოლაიშვილის მინისტრობის დროს მაგისტრალებისა და გზების მშენებლობებს უკავშირდება. 

გავცელებული ინფორმაციით, დავით ნარმანიამ 10 მილიონიან გადახარჯვასთან დაკავშირებული მასალები მთავარ პროკურატრურას უკვე გადაუგზავნა. 

მთავარი პროკურატურა რამაზ ნიკოლაიშვილის შესაძლო დაკითხვის შესახებ ინფორმაციას ამ ეტაპზრ არ ადასტურებს. 


www.iveroni.com.ge





უკან

კახა კუკავას გამოსვლა პარლამენტში გირგვლიანის საქმეზე
21.02.2017