პოლიტიკური პარტია თავისუფალი საქართველო

Political Party Free Georgia

13:26:39
22 11 2017
ეკონომიკური ზრდა: 2002 - 5,4 %   2005 - 9,3 %   2007 - 12 %   2010 - 6,3 %   2011 - 7,2 %   2012 - 6,1 %   2013 - 3,3 %   2014 - 5 %    
ქართული პრესა
TIMER.GE არჩილ კბილაშვილი: "სახელმწიფო ვალდებულია ბოდიში მოუხადოს გირგვლიანის ოჯახს"
03-12-2012  

 

საქართველოს მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი იმედოვნებს, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობა მალე გაიხსნება და სახელმწიფო მასზე დაკისრებულ ამ მოვალეობას ღირსეულად შეასრულებს.

 

როგორც ტელეკომოპანია "იმედთან" საუბრისას კბილაშვილი განმარტავს საქმეში ბევრი ახალი დეტალი და მოწმე არსებობს. 

 

"გირგვლიანის საქმეში უკვე მნიშვნელოვანი ახალი გარემოებები გვაქვს, ახალი მოწმეები არიან, ახალი ჩვენებებიც არსებობს. ეს ყველაფერი ერთად კი ბევრ დეტალს ნათლად წარმოაჩენს როგორც ინციდენტამდე არსებულ დროის მონაკვეთში ასევე ინციდენტის შემდგომ განვითარებაში. მხედველობაში გვავქვს ის, რომ განვსაზღვრთ ზუსტად შემკვეთები და შემსრულებლების როლი. ეს არის დღევანდელი ქართული სახელმწიფოს ის მოვალეობა, როდესაც მან ბოდიში უნდა მოუხადოს ამ ოჯახს, რადგან გირგვლიანის ოჯახი ფაქტიურად აღარ არსებობს. ასე რომ, ეს მოვალეობა არის ძალიან დიდი და ჩვენ ვეცდებით, რომ ეს  დროულად და ღირსეულად შევასრულოთ",- განმარტავს არჩილ კბილაშვილი.

 

"საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელი" 28 წლის სანდრო გირგვლიანი 2006 წლის 28 იანვარს თბილისის გარეთ მკვდარი იპოვეს მრავალჯერადი დაზიანებებით, რომლებიც სავარაუდოდ ფიზიკური ძალადობის შედეგი უნდა ყოფილიყო.


www.timer.ge





უკან

კახა კუკავას გამოსვლა პარლამენტში გირგვლიანის საქმეზე
21.02.2017