პოლიტიკური პარტია თავისუფალი საქართველო

Political Party Free Georgia

01:26:53
19 11 2017
ეკონომიკური ზრდა: 2002 - 5,4 %   2005 - 9,3 %   2007 - 12 %   2010 - 6,3 %   2011 - 7,2 %   2012 - 6,1 %   2013 - 3,3 %   2014 - 5 %    
ქართული პრესა
TIMER.GE თეა წულუკიანი: "საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს ძებნილია ის თუ არა შეუძლია დაბრუნდეს საქართველოში"
03-12-2012  

საქართველოს პასპორტის მქონე ნებისმეირ პირს, მათ შორის იგორ გიორგაძეს ქვეყანაში დაბრუნება შეუძლია. ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა იგორ გიორგაძის თხოვნასთან დაკავშირებით კომენტირებისას განაცხადა და დასძინა, რომ თუ საზღვრის გადაკვეთის დროს პირი ძებნილად არის გამოცხადებული მისი დაკავება აუცილებლად  მოხდება.  

 

"საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს ძებნილია ის თუ არა შეუძლია დაბრუნდეს საქართველოში. ჩვენ საქართველოს პასპორტის მქონე ადამიანს ვერ ავუკრძალავთ ქვეყანაში დაბრუნებას. თუ ის იქნება ქვეყანაში შემოსვლის მომეტში ძებნილი რა თქმა უნდა მოხდება მისი დაკავება, როგორც ეს მოხდა ირაკლი ოქრუაშვილის შემთხვევაში, თუმცა მას მას ექნება ყველა შესაძლებლობა კანონით დართული დაამტკიცოს საკუთარი სიმართლე",- განაცხადა თეა წულუკიანმა და დასძინა, რომ პროკურატურა იგორ გიორგაძის თხოვნას განიხლავს და არ გამოირიცხება რომ მასთან დაკავსირებით სხვაგვარი გადაწყვეტილება იქნას მიღებული. 

 

როგორც დღეს "პრაიმტაიმის" პრესკლუბში ტელეხიდისას შევარდნაძის მთავრობის უშიშროების ექს-მინისტრმა იგორ გიორგაძემ განაცხადა, მისმა ადვოკატმა პროკურატურაში თხოვნა შეიტანა, რომ მასზე გამოცხადებული ძებნა მოიხსნას და საქართველოში დაბრუნების საშუალება მიეცეს. 

 

www.timer.ge





უკან

კახა კუკავას გამოსვლა პარლამენტში გირგვლიანის საქმეზე
21.02.2017