პოლიტიკური პარტია თავისუფალი საქართველო

Political Party Free Georgia

13:25:37
22 11 2017
ეკონომიკური ზრდა: 2002 - 5,4 %   2005 - 9,3 %   2007 - 12 %   2010 - 6,3 %   2011 - 7,2 %   2012 - 6,1 %   2013 - 3,3 %   2014 - 5 %    
ქართული პრესა
IVERIONI.COM.GE "ნაციონალები" წყნეთელების და ჩასახლებული დევნილების გასახლებას აპირებდნენ
03-12-2012  

 

მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება წყნეთის მოსახლეობისა და ამ დაბაში ჩასახლებული დევნილების გასახლებას აპირებდნენ. წინა ხელისუფლებას 5 წლიანი გეგმა ჰქონდა, რომლის თანახმადაც წყნეთი ელიტარულ კურორტად უნდა ქცეულიყო. ამ პროექტის განხორციელებას ხელისუფლება საბიუჯეტო სახსრებით აპირებდა, შემდეგ კი, ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნეს-სტრუქტურები გააგრძელებდნენ.

 

საბჭოთა კავშირის დროს წყნეთს საკავშირო მნიშვნელობის კურორტის სტატუსი ჰქონდა. ამის დასტურად ისიც კმარა, რომ ვასილ მჟავანაძის მმართველობიდან დღემდე, ყველა მთავრობა წყნეთის სამთავრობო აგარაკზე ცხოვრობს.  ეს აგარაკი დღემდე ფუნქციონირებს და მას სამთავრობო დაცვის სპეციალური სამსახური იცავს.

 

"ნაციონალური მოძრაობის" მმართველთა გეგმით, წყნეთში უნდა განხორციელებულიყო მრავალმხრივი ინფრასტრუქტურული პროექტები _ აშენებულიყო ელიტარული სკოლა, ბაგა-ბაღები, კინოთეატრი, გასართობი და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრები, რესტორნები, კაფე-ბარები და ყველაფერი, რაც რამდენიმე ათას ოჯახს დასჭირდებოდა. წყნეთში დაგეგმილი იყო 4 და 5 სართულიანი კორპუსებისა და კერძო სახლების მშენებლობა. მათი ნაწილი საბიუჯეტო სახსრებით უნდა აშენებულიყო და შემდეგ გაყიდულიყო, ნაწილს კი კერძო სამშენებლო კომპანიები ააშენებდნენ.

 

სახელისუფლებო და ბიზნესელიტას კომფორტულად რომ ეგრძნო თავი, წყნეთიდან დაგეგმილი იყო ადგილობრივი მოსახლეობის გასახლება. წყნეთში 6 ათასი მკვიდრი მოსახლე და დაახლოებით, ამდენივე დევნილი სახლობს. პროექტის თანახმად, დევნილებს თბილისის გარეუბნებში შეუძენდნენ ბინებს, მკვიდრ წყნეთელებს კი, საკუთარი საცხოვრებლის დათმობის საფასურად, ფულადი კომპენსაცია გადაეცემოდათ. წყნეთში უნდა დარჩენილიყო მხოლოდ 500-1000 მაცხოვრებელი, რომლებიც უკვე ელიტარულ დაბაში არსებულ  სამომსახურეო ობიექტებზე დასაქმდებოდნენ.

აღნიშნული გეგმა 2013-2017 წლებში უნდა განხორციელებულიყო.

 

ლევან ჯავახიშვილი

 

www.iveroni.com.ge

 





უკან

კახა კუკავას გამოსვლა პარლამენტში გირგვლიანის საქმეზე
21.02.2017