პოლიტიკური პარტია თავისუფალი საქართველო

Political Party Free Georgia

13:25:29
22 11 2017
ეკონომიკური ზრდა: 2002 - 5,4 %   2005 - 9,3 %   2007 - 12 %   2010 - 6,3 %   2011 - 7,2 %   2012 - 6,1 %   2013 - 3,3 %   2014 - 5 %    
ქართული პრესა
IVERONI.COM.GE მაყვალა გონაშვილი აზერბაიჯანში პერსონა ნონ-გრატად გამოცხადდა
03-12-2012  

03/12/12 17:19
საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარის მთიან ყარაბაღში ჩასვლას, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტოს მწვავე პროტესტი და გაღიზიანება მოჰყვა. ოფიციალურმა ბაქომ გონაშვილის მიმართ სანქციები აამოქმედა. საქართველოს საგარეო უწყება კი მას აფრთხილებს, გარკვეული დროის განმავლობაში აზერბაიჯანში ჩასვლისგან თავი შეიკავოს. 

როგორც "ივერონს" თავად გონაშვილმა განუცხადა, იგი ყარაბაღში პოეზიის საღამოზე ჩავიდა, რასაც პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ ჰქონია, თუმცა აზერბაიჯანის მხრიდან გაღიზიანების გამო პოლიტიკური ელფერი მიიღო".

"მე ეს ვინმეს საწყენად არ გამიკეთებია, იმ ახალგაზრდებისთვის გავაკეთე, რომლებიც ყარაბაღში პოეზიის საღამოზე მელოდნენ. როგორც კი საქართველოში ჩამოვედი, საგარეო საქმეთა სამინისტროდან დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ ცოტა ხნით თავი შევიკავო აზერბაიჯანში ჩასვლისაგან. როგორც გაირკვა, საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩემი ვიზიტის შესახებ ინფორმაცია საქართველოში აზერბაიჯანის საელჩომ მიაწოდა"- განუცხადა "ივერონს" მაყვალა გონაშვილმა. 

იმავე დღეს საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ ორი წერილი დაწერა, რომელშიც საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს და აზერბიჯანის მწერალთა კავშირის თავმჯდომარეს ბოდიშს უხდის. 

"მე ყოველთვის მჯეროდა, რომ პოეტის შემოქმედებას საზღვრები არ აქვს. პოეტი უნდა იყოს ყველგან, სადაც მას ჰყავს თუნდაც ერთი მკითხველი. მე დიდ პატივად ჩავთვლი, შევხვდე ეგრეთწოდებული სამხრეთ ოსეთის ხელოვანთა საზოგადოებას (მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩემთვის დიდი ტკივილის მომტანი იქნება). პოლიტიკოსებს აქვთ უფლება, ისაუბრონ კანონის ენაზე, ხოლო ჩვენ, მწერლებს მხოლოდ ერთი იარაღი გვაქვს - სიტყვა. 2008 წელს, როდესაც ჩემს ქვეყანას ბომბავდნენ, მე არ გამომითქვამს ჩემი პროტესტი სიძულვილით. მე განვაცხადე - "არა ომს" საკუთარი ლექსით, რომელიც ჩემს მოსკოველ მეგობარს დავუწერე. ყველაზე მეტად სამწუხარო იქნება ის, რომ ჩემი აზერბაიჯანელი მეგობრების გულები შეიძლება, დაიხუროს ჩემთვის. ყველას ვთხოვ, მომიტევოთ დიდსულოვნად იმისათვის, რომ განზრახვის გარეშე მოგაყენეთ ასეთი მწარე ტკივილი"- ნათქვამია მაყვალა გონაშვილის წერილში. 

შეგახსენებთ, რომ მთიან ყარაბაღში 16-18 ნოემბერს ახლაგაზრდა მწერალთა ორგანიზებით პოეზიის სარამო გაიმართა, რომელზეც საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე მაყვალა გონაშვილი მწერალ ვარდამ ჰაკობიანის მიწვევით ჩავიდა. 

როგორც "ივერონს" გონაშვილმა უამბო, იგი მთიან ყარაბაღში ერევნის გავლით სომხეთის მწერალთა კავშირის თავმჯდომარესთან ლევონ ანანიანთან ერთად ჩავიდა, რომელიც ერევანში დახვდა. პოეზიის ფესტივალი მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის მიერ იყო ორგანიზებული. 

ამ ფაქტთან დაკავშირებით აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურმა მკაცრი განცხადებები გააკეთა და მაყვალა გონაშვილის გვარი აზერბაიჯანისათვის არასასურველ სტუმართა სიაში შეიტანეს. მსგავსი შეფასება მოჰყვა ამ ვიზიტს აზერბაიჯანის მწერალთა კავშირის მხრიდანაც, რის შესახებაც აზერბაიჯანული პრესა წერდა. 

იზა შაქარაშვილი 





უკან

კახა კუკავას გამოსვლა პარლამენტში გირგვლიანის საქმეზე
21.02.2017