პოლიტიკური პარტია თავისუფალი საქართველო

Political Party Free Georgia

01:31:17
19 11 2017
ეკონომიკური ზრდა: 2002 - 5,4 %   2005 - 9,3 %   2007 - 12 %   2010 - 6,3 %   2011 - 7,2 %   2012 - 6,1 %   2013 - 3,3 %   2014 - 5 %    
ქართული პრესა
TIMER.GE საპარლამენტო უმრავლესობას ახლა უჩა ნანუაშვილი მოსწონს
03-12-2012  

 


საპარლამენტო უმრავლესობამ ომბუდსმენობის კანდიდატი ხელმეორედ შეარჩია. მმართველი კოალიცია სახალხო დამცველის პოსტზე მხარს უჩა ნანუაშვილს დაუჭერს. დეპუტატები დღეს ომბუდსმენობის კანდიდატის ხედვას, გეგმებსა და პრიორიტეტებს გაეცნენ.

 

`საკმაოდ რთული იყო გადაწყვეტილების მიღება. ღირსეული კანდიდატები იყვნენ. მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება. უჩა ნანუაშვილი არის ის კანდიდატი, რომელიც იქნება საკმაოდ კვალიფიციური სახალხო დამცველი და ადამიანის უფლებების სფეროში ძალიან დიდ სიტყვას იტყვის~ - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ. 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა უჩა ნანუაშვილის გარდა დღეს ომბუდსმენობის კიდევ ერთ კანდიდატს, თამარ გურჩიანს, მოუსმინეს. 

 

ომბუდსმენის პოსტზე სულ 7 კანდიდატი განიხილება: თამარ გურჩიანი, გელა ნიკოლეიშვილი, ლია მუხაშავრია, უჩა ნანუაშვილი, ნინა ხატისკაცი, დიმიტრი ლორთქიფანიძე და ნათია იმნაძე. 


www.timer.ge





უკან

კახა კუკავას გამოსვლა პარლამენტში გირგვლიანის საქმეზე
21.02.2017