პოლიტიკური პარტია თავისუფალი საქართველო

Political Party Free Georgia

01:32:06
19 11 2017
ეკონომიკური ზრდა: 2002 - 5,4 %   2005 - 9,3 %   2007 - 12 %   2010 - 6,3 %   2011 - 7,2 %   2012 - 6,1 %   2013 - 3,3 %   2014 - 5 %    
ქართული პრესა
IVERONI.COM.GE "სილქნეტი" რუსეთის ცენტრალურ ტელეარხებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს
03-12-2012  

კომუნიკაციების მარეგურებელი კომისია კომპანია "სილქნეტს" დარღვევაში ამხელს. საქმე რუსული შემეცნებით-გასართობი არხების ჩართვას ეხება. 

"სილქნეტს" კომიისისთვის ახალი არხების დამატებასთან დაკავშირებით ჯერ ოფიციალურად არ მოუმართავს და თუ არც უახლოეს დღეებში მოგვმართავს, ეს კანონის დარღვევა იქნება, რომელიც ჩვენი მხრიდან შესაბამის ზომებს გამოიწვევს" – განუცხადა "ივერონს" კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ხატია ყურაშვილმა. 

მისივე განმარტებით, თუ კომპანიამ დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს შესახებ კანონი დააღვია, მას პირველ ეტაპზე გაფრთხილება მიეცემა, მეორედ კი ფულადი ჯარიმა დაეკისრება. 

თავის მხრივ, "სილქ ტივი"-ს პრეს-სამსახურის წარმომადგენელი თეონა წერეთელი აცხადებს, რომ კომპანიის ინტერესებშია, ყველა არხი, რომელიც "სილქ ტივი"-ს მენიუშია შესული, ოფიციალური და ლეგალური გზით იყოს მიღებული.

"რიგ ცენტრალურ რუსულ არხებთან (OPT; HTB) მოლაპარაკებები მიმდინარეობს და მათი შედეგები უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი, ამ ეტაპზე კი "სილქ ტივი"-ს მენიუში მხოლოდ რუსულენოვანი შემეცნებით-გასართობი არხებია შესული" - აღნიშნა მან. 

თუმცა ფაქტია, რომ "სილქნეტმა" მომხმარებელს 1 დეკემბრიდან სამი ახალი რუსულენოვნი არხის – RussiaToday-ს, 
RTD-ს და Россия 24-ს ჩართვის შესახებ სატელეფონო შეტყობინებები დაუგზავნა და ეს მესიჯი, ოფიციალური მიმართვისგან განსხვავებით, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის წევრებმაც მიიღეს, მათ შორის - ხატია ყურაშვილმაც.

შეგახსენებთ, რომ არაოფიციალური ინფორმაციით, 2008 წელს საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის სატელევიზიო არხების გათიშვის ინიციატივა იმჟამინდელ სახელმწიფო მინისტრს რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილს ეკუთვნის. იმ დროს ამას არც თავად იაკობაშვილი მალავდა და კმაყოფილებას გამოთქვამდა იმის გამო, რომ საქართველოს მთავრობამ მისი ინიციატივა გაიზიარა. თუმცა თავად მთავრობა ამ გადაწყვეტილებასთან კავშირს უარყოფდა და აცხადებდა, რომ რუსული ტელეარხები არ დაუბლოკია. კომუნიკაციების ეროვნული კომისიაც ირწმუნებოდა, რომ შეზღუდვა არც საკაბელო ტელევიზიებისთვის და არც ინტერნეტპროვაიდერებისთვის დაუწესებია და გადაწყვეტილება თავად ოპერატორებმა მიიღეს, ხოლო ოპერატორები და ინტერნეტპროვაიდერები დუმილს ამჯობინებდნენ. 
საუბარია ყველა ძირითადად ფედერალურ არხზე, რომელთა ტრანსლირება ომის დაწყების პირველივე დღეებში შეწყდა. 


www.iveroni.com.ge





უკან

კახა კუკავას გამოსვლა პარლამენტში გირგვლიანის საქმეზე
21.02.2017