პოლიტიკური პარტია თავისუფალი საქართველო

Political Party Free Georgia

01:29:37
19 11 2017
ეკონომიკური ზრდა: 2002 - 5,4 %   2005 - 9,3 %   2007 - 12 %   2010 - 6,3 %   2011 - 7,2 %   2012 - 6,1 %   2013 - 3,3 %   2014 - 5 %    
ქართული პრესა
IVERONI.COM.GE "რუსეთის პოლიტიკურ წრეებში საქართველოს ახალი ხელისუფლების ნაბიჯები დადებითად არის შეფასებული"
03-12-2012  

საქართველოს უშიშროების ყოფილი შეფის იგორ გიორგაძის განცხადებით, ამ ეტაპზე რუსეთის პოლიტიკურ წრეებში საქართველოს ახალი ხელისუფლების ნაბიჯები დადებითად არის შეფასებული, თუმცა არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ ორ ქვეყანას შორის ურთერთობა რამდენიმე დღეში შეიცვლება. ამის შესახებ მან დღეს გაზეთ "პრაიმ-ტაიმის" პრეს-კლუბში ისაუბრა.

"შევარდნაძემ და სააკაშვილმა საქართველოს სახელმწიფოებრიობას დაუსვეს წერტილი. ტერიტორიული მთლიანობის გარეშე სახელმწიფოებრიობა არ არსებობს. ახალი ხელისუფლებისათვის ძალიან რთული იქნება სიტუაციიდან გამოსვლა. ჩვენ არა 0-დან, არამედ -1000-დან ვიწყებთ. ბევრი სირთულე ელოდებათ მათ წინ. პირველი ნაბიჯები მართებულად მიმაჩნია და ახლა სიტუაციის განვითარებას უნდა ვადევნოთ თვალყური. ახალი ხელისუფლების მიერ გადადგმული პირველი ნაბიჯები რუსეთის პოლიტიკურ წრეებში დადებითად არის შეფასებული, მაგრამ არ უნდა გვქონდეს განსაკუთრებული იმედი, რომ ორ-სამ დღეში ყველაფერი დალაგდება. წინა ხელისუფლების ქმედებების გამოსწორებას თვეები და წლები დასჭირდება",- განაცხადა იგორ გიორგაძემ.

ამასთან, უშიშროების ყოფილი შეფი საქართველოში მიმდინარე დაკავებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "ჯერ-ჯერობით ყველაფერი კანონიერების ფარგლებში ჯდება". 

"მაია თოფურიას, კახა ქანთარიას, მერაბ ჟორჟოლიანის და სხვა დანარჩენი ჩვენი თანამოაზრეების გვარები აქამდე არავის გახსენებია. ისინი სააკაშვილის დიქტატურის რეჟიმს ემსხვერპლენ. დღეს კი გაჩნდა იმედი, რომ სამართლიანობა აღდგება",- აღნიშნა მან.

გიორგაძის თქმით, ის რუსეთში 2004 წლიდან არის, მანამდე კი დაახლოებით 8 ქვეყანაში იმყოფებოდა. 
"მოსკოვში 2004 წლის შემდეგ ვარ. მანამდე სხვაგან 8 ქვეყანა მაქვს მოვლილი. პოლიტიკოსებთან მქონდა შეხვედრები, მათ შორის - კახა კუკავასთან. მაინტერესებდა მათი ხედვა, თუ როგორ უნდა გამოვიდეთ იმ ჩიხიდან, რომელშიც სააკაშვილის ხელისუფლებამ შეგვიყვანა",- განაცხადა უშიშროების ყოფილმა შეფმა და აქვე დასძინა, რომ "კონტაქტები გააჩნია, მათ შორის - სერიოზულიც და მაქსიმალურად ცდილობს მათ საქართველოს საკეთილდღეოდ გამოყენებას".


www.iveroni.com.ge





უკან

კახა კუკავას გამოსვლა პარლამენტში გირგვლიანის საქმეზე
21.02.2017