პოლიტიკური პარტია თავისუფალი საქართველო

Political Party Free Georgia

01:25:34
19 11 2017
ეკონომიკური ზრდა: 2002 - 5,4 %   2005 - 9,3 %   2007 - 12 %   2010 - 6,3 %   2011 - 7,2 %   2012 - 6,1 %   2013 - 3,3 %   2014 - 5 %    
ქართული პრესა
IPN.GE დავით დარჩიაშვილი - კენჭისყრაში იმ პოზიციის დაფიქსირებას, რაც აშშ-ის პოზიციას ეწინააღმდეგება, მინიმუმ ცოტა მეტი მსჯელობა სჭირდება
03-12-2012  

კენჭისყრაში იმ პოზიციის დაფიქსირებას, რაც შეერთებული შტატების პოზიციას ეწინააღმდეგება, მინიმუმ ცოტა მეტი მსჯელობა სჭირდება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საპარლამენტო უმცირესობის წევრმა , დავით დარჩიაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, პალესტინის სტატუსთან დაკავშირებით საქართველოს გადაწყვეტილებაზე მსჯელობა არც ქვეყნის შიგნით არ ყოფილა და არც ქვეყნის გარეთ. 
"ყველაზე მინიმუმ ამაზე მსჯელობა უნდა მომხდარიყო. როდესაც თედო ჯაფარიძე იძახის, რომ არ იყო საქმის კურსში, ეს ნიშნავს იმას, რომ არც პარლამენტი არ იყო ინფორმირებული თუ რა არის მოსალოდნელი და რა ჯობია და რა არ ჯობია. ასევე საგარეო საქმეთა სამინისტრო ან არ იყო ინფორმირებული, ან რაღაცა შეგნებულად გაკეთდა მაშინ. ყველაფრის აწონ-დაწონვა უნდა მომხდარიყო და მსჯელობა, პირველ რიგში, სტრატეგიულ პარტნიორებთან. ეს არის ჩვეულებრივი წესი, რომ საკუთარი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორთან, თუკი კიდევ თვლი სტრატეგიულ პარტნიორად, მაშინ ასეთ საკითხებზე მსჯელობა ხდება და მე არ გამოვრიცხავ, რომ ამ მსჯელობაში ყოფილიყო ამ გადაწყვეტილების მხარდაჭერა. თუმცა, ეს მსჯელობა არ ყოფილა არც ქვეყნის შიგნით და არც გარეთ", - განაცხადა დარჩიაშვილმა. 
მისივე თქმით, ის არ ფიქრობს, რომ საქართველოს გადაწყვეტილებას გართულება მოჰყვება ოკუპირებულ რეგიონებთან და არაღიარების პოლიტიკასთან დაკავშირებით. 
"მე არა მგონია, რომ დემოკრატიული ქვეყნები შურისმაძიებლები იყვნენ, ვგულისხმობ, პირველ რიგში, შეერთებულ შტატებს და ასევე ისრაელს. შეერთებული შტატები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და სასურველი იყო კონსულტაციები ამ თემაზე მასთან. ისრაელიც არ არის უმნიშვნელო ქვეყანა როგორც საერთოდ, ისე ჩვენთვის. ჩვენ ისევე როგორც შეერთებული შტატები, ვუჭერთ 2 სახელმწიფოს ფორმულით ამ პრობლემის გადაწყვეტას. კენჭისყრაში იმ პოზიციის დაფიქსირებას რაც ეწინააღმდეგება შეერთებული შტატების პოზიციას, მინიმუმ ცოტა მეტი მსჯელობა სჭირდება", - აღნიშნა დარჩიაშვილმა. 
პალესტინას, რომელიც გაერო-ს წევრი არ არის, გაერო-ში სტატუსი მუდმივი დამკვირვებლიდან დამკვირვებელ სახელმწიფომდე გაეზარდა. პალესტინის სტატუსის გაზრდას მხარი დაუჭირა 138-მა ქვეყანამ, მათ შორის- საქართველომ. თავი შეიკავა 41-მა სახელმწიფომ, ხოლო ცხრამ ხმა წინააღმდეგ მისცა. სტატუსის მინიჭებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ ისრაელი და აშშ. 
სტატუსის გაზრდა პალესტინელებს გაერო-ს გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობის უფლებას აძლევს, ასევე ზრდის მათი მონაწილეობის დამაჯერებლობას გაერო-ს სხვადასხვა სააგენტოებში და საერთაშორისო სასამართლოში, თუმცა ეს ავტომატურად არ ხდება. 
პალესტინის ადმინისტრაციის თავმჯდომარემ, მაჰმუდ აბასმა გაერო-ს სრულუფლებიან წევრობაზე განაცხადი 2011 წელს შეიტანა. თუმცა, აღნიშნულმა განცხადებამ გაერო-ს უშიშროების საბჭოს მხარდაჭერა ვერ მიიღო.

www.ipn.ge





უკან

კახა კუკავას გამოსვლა პარლამენტში გირგვლიანის საქმეზე
21.02.2017