პოლიტიკური პარტია თავისუფალი საქართველო

Political Party Free Georgia

13:26:22
22 11 2017
ეკონომიკური ზრდა: 2002 - 5,4 %   2005 - 9,3 %   2007 - 12 %   2010 - 6,3 %   2011 - 7,2 %   2012 - 6,1 %   2013 - 3,3 %   2014 - 5 %    
ქართული პრესა
GEWORLD.GE ავსტრიაში ევროპის ყველაზე დიდი ბორდელი გაიხსნება
03-12-2012  

The Daily Telegraph–ის ინფორმაციით, ავსტრიელმა ბიზნესმენმა პეტერ ლასკარისმა განაცხადა, რომ 20 მილიონი დოლარის ჩადებას აპირებს ევროპაში ყველაზე დიდი ბორდელის აშენებაში. მისი სახელწოდება იქნება Fun Motel და იგი დღე–ღამეში ათასი კლიენტის მიღებას შეძლებს. მათ განკარგულებაში 145 ნომერი და 150 ქალი იქნება. ბორდელის წინ 350 მსუბუქ მანქანაზე და ავტობუსზე გათვლილი სადგომი იქნება. მთელ ამ კომპლექსს სამმეტრიანი ღობე ექნება კლიენტების კონფიდენციალობის დასაცავად.

ლასკარისის განცხადებით, ეს დაწესებულება „ოთხვარსკვლავიანი“ იქნება და გარდამავალ საფეხურს წარმოადგენს „გასტრონომიდან სუპერმარკეტისკენ“. Fun Motel–ის ასორტიმენტში ტრადიციული სექსი, სვინგერების საღამოები, ჯგუფური გართობა და პორნო–ვარსკვლავების მასტერ–კლასები იქნება. პროექტი ასევე რესტორნების, სპა–სალონების და ტრენაჟორული დარბაზების მშენებლობას ითვალისწინებს. ბორდელის შემქმნელები პირობას დებენ, რომ არცერთი კლიენტი უკმაყოფილო არ წავა: მრავალფეროვნება და მომსახურების ხარისხი გარანტირებულია.


მშენებლობის ადგილი ჯერჯერობით გასაიდუმლოებულია, რადგან ლასკარისს ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტის ეშინია. შეიძლება მათ სულაც არ მოეწონოთ ბორდელის მეზობლად ცხოვრება, მიუხედავად იმისა, რომ პროსტიტუცია ავსტრიაში ლეგალურია.


www.gewvorld.ge





უკან

კახა კუკავას გამოსვლა პარლამენტში გირგვლიანის საქმეზე
21.02.2017