პოლიტიკური პარტია თავისუფალი საქართველო

Political Party Free Georgia

13:25:35
22 11 2017
ეკონომიკური ზრდა: 2002 - 5,4 %   2005 - 9,3 %   2007 - 12 %   2010 - 6,3 %   2011 - 7,2 %   2012 - 6,1 %   2013 - 3,3 %   2014 - 5 %    
ქართული პრესა
GEWORLD.GE პედაგოგების აზრით ესტონეთში ბავშვებს ხრწნიან, მათ გეი კოღოების ცეკვა შეასრულებინეს
03-12-2012  

 

ესტონეთში ახალგაზრდული საცეკვაო კონკურსის მონაწილე მოსწავლეებს გეი კოღოების ცეკვა შეასრულებინეს. კონკურსი „Slide 2012“ ტალინში27 ნოემბერს გაიმართება და მასში 12–20 წლის ახალგაზრდები მიიღებენ მონაწილეობას. ერთ–ერთ რაუნდში მათ წინასწარ დაწერილი ტექსტების მიხედვით მოუწევთ ცეკვის შესრულება.

ერთ–ერთი სიუჟეტი ასე გამოიყურება: „ორ გეი კოღოს ერთმანეთი ძალიან შეუყვარდათ. ერთი კოღო მუხლებზე დადგა და მეორეს ფეხი სთხოვა. პარტნიორი ეიფორიაში ჩავარდა და ბედნიერების ცეკვა შეასრულა. მეორე დღეს ორივენი ლას–ვეგასში გაფრინდნენ. დრო კაზინოში გაატარეს, მაფიოზობანას თამაშობდნენ. ძალიან დაიღალნენ და კაზინოდან გამოვიდნენ. ბნელ ქუჩაზე მათ კუთხიდან განგსტერი ფუტკარი გადმოუხტა და თავისი საშინელი ნესტარი დაანახა“...


კიდევ ერთი ტექსტი: „სექსუალური თაგუნა და უცნაური ზღარბი კლუბში, ტანცპოლზე შეხვდნენ ერთმანეთს. თაგუნამ ზღარბი საცეკვაოდ გაიწვია. ცეკვის დროს საუკეთესო ილეთებს აჩვენებენ. თაგუნა სექსუალურად ირხევა, ზღარბი კი ეროვნული ცეკვის ილეთებს ასრულებს. თაგუნა ზღარბს თათში სწვდება და ტუალეტისკენ მიათრევს. იგი ზღარბს უხსნის, რომ ძალიან უნდა სექსი. ზღარბი უარობს, რადგან პრეზერვატივის გამოყენება ეშინია“...


კონკურსის ორგანიზატორები მიუთითებენ, რომ იგი შიდსის პროფილაქტიკას ეძღვნება.

 

საკითხავი მხოლოდ ის არის, რატომ უნდა განასახიერონ 12 წლის ბავშვებმა გეი კოღოები და რატომ არის ამ ვერსიით შრომისმოყვარე ფუტკარი გამოყვანილი გაგნგსტერად?

 

საცეკვაო მოედნიდან პარტნიორის ტუალეტში წათრევა სექსის მიზნით კი სრულიად ნორმალურ ამბად არის წარმოსახული.

 

საინტერესო ის არის, რომ ნატოსა და ევროკავშირის წევრ ესტონეთში მოსწავლეთა მშობლები ამგვარ კონკურსებს არ აპროტესტებენ.

 





უკან

კახა კუკავას გამოსვლა პარლამენტში გირგვლიანის საქმეზე
21.02.2017