პოლიტიკური პარტია თავისუფალი საქართველო

Political Party Free Georgia

01:33:01
19 11 2017
ეკონომიკური ზრდა: 2002 - 5,4 %   2005 - 9,3 %   2007 - 12 %   2010 - 6,3 %   2011 - 7,2 %   2012 - 6,1 %   2013 - 3,3 %   2014 - 5 %    
ქართული პრესა
IVERONI.COM.GE "პალესტინასთან დაკავშირებით გადაწყველილება შესაძლოა, არაბული სამყაროს კეთილი განწყობისთვის იყოს მიღებული"
03-12-2012  

საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე საქართველოს მიერ გაერო-ში პალესტინის სტატუსის დამკვირვებელ სახელმწიფომდე გაზრდის გადაწვეტილების მხარდაჭერას ეხმიანება , ამას "სტრატეგიულ გადაწყვეტილებად" აფასებს და დარწმუნებულია, რომ გაერო-ში საქართველოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ეს ნაბიჯი ქვეყნის მთავრობასთან კონსულტაციის გავლის შემდეგ გადადგა. 

"ჩვენთვის დღეს მთავარია, საკითხის დრამატიზება არ მოვახდინოთ. დიპლომატიაში ეს ხშირად ხდება. პირველ რიგში, ჩვენ უნდა გამოვიდეთ საკუთარი სტრატეგიული პარტნიორებიდან და იმ კონიუნქტურიდან, რომელიც ამ დროისთვის არსებობს. ეს გადაწყვეტილება შესაძლოა, მიღებული ყოფილიყო იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ გვჭირადება მხარდაჭერა არაბული სამყაროსაგან. ეს გადაწყვეტილება საგარეო საქმეთა სამინისტრომ ალბათ, მთავრობასთან შეთანხმებით მიიღო და ჩვენ მას ვეთანხმებით" - განაცხადა მედიასთან საუბრისას ჯაფარიძემ.

შეგახენებთ, რომ გაერო-ს 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ორგანიზაციის გენასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმად, პალესტინამ გაერო-ს არაწევრი სახელმწიფოს სტატუსი შეიძინა. ახალი სტატუსის მინიჭებას 138 სახელმწიფოსთან ერად, საქართველომაც დაუჭურა მხარი. 41-მა თავი შეიკავა, ცხრა სახელმწიფომ კი, მათ შორის ამერიკამ და ისრაელმა რეზოლუციის წინააღმდეგ მისცეს ხმა.


www.iveroni.com.ge





უკან

კახა კუკავას გამოსვლა პარლამენტში გირგვლიანის საქმეზე
21.02.2017