პოლიტიკური პარტია თავისუფალი საქართველო

Political Party Free Georgia

13:25:39
22 11 2017
ეკონომიკური ზრდა: 2002 - 5,4 %   2005 - 9,3 %   2007 - 12 %   2010 - 6,3 %   2011 - 7,2 %   2012 - 6,1 %   2013 - 3,3 %   2014 - 5 %    
ქართული პრესა
IVERONI.COM.GE "საქართველოს წინა ხელისუფლება კადიროვთან და, შესაბამისად, ФСБ-სთან თანამშრომლობდა"
03-12-2012  

ექსპერტი კავკასიის სააკითხებში მამუკა არეშიძე ეჭვობს, რომ საქართველოს წინა ხელისუფლება ჩეჩნეთის რესპუბლიკის რუსეთის მიერ ხელდასმულ პრეზიდენტ რამზან კადიროვთან და, შესაბამისად, რუსეთის "ეფ-ეს-ბესთან" აქტიურად თანამშრომლობდა. მისი ვარაუდით, ამ თანამშრომლობას უკავშირდება ლოპოტას ხეობის სპეცოპერაციაც და ბევრი სხვა რამ, რაც "ვითომდა რუსეთის წინააღმდეგ ლაშქრობის საფარქვეშ" გაკეთდა. 

ამის შესახებ არეშიძემ "ივერონს" ე.წ. რუსული ეფ-ეს-ბე-ს "ბერლინის" დაჯგუფების თურქეთში დაკავებულ წევრთა შესახებ რუსულ მედიაში გამოქვეყნებული დეტალური ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა. 

მისი ინფორმაციით, "სწორედ "ზოონის", "ბეილისა" და "დუშმანას" სინდისზეა ქართული სპეცსამსახურების ინიციატივით უცხოეთიდან ამა წლის მარტიდან აგვისტომდე პერიოდში საქართველოში ჩეჩენი ახალგაზრდების ჩამოყვანა და შემდეგ, როგორც აღმოჩნდა, გაწირვაც". 

"სწორედ ეს პირები ამზადებდნენ ჩამოყვანილ ახალგაზრდებს ვითომდა "რუსეთის წინააღმდეგ ლაშქრობის" ფარგლებში დაგეგმილი სხვადასხვა გაუგებარი ოპერაციებისთვის" - აღნიშნა არეშიძემ. 

ქართველ ექსპერტს "ზოონის" შესახებ დამატებითი ინფორმაციაც გააჩნია, რომელიც რუსულ მედიასაშუალებებში ვერ ვიპოვეთ. მისი მონაცემებით, 2009 წელს "ზოონი" თბილისის ქუჩებში თანამოძმეებთან ერთად იარაღითა და საქართველოს შს სამინისტროს მოწმობებით გადაადგილდებოდა და ამ ჯგუფის სინდისზეა ორი ჩეჩენი ბიზნესმენის საქართველოდან გაქრობაც და უამრავი სხვა მსგავსი ფაქტიც. 

ამასთან, რუსული მედიისგან განსხვავებით, არეშიძე აცხადებს, რომ თურქეთში დაკავებული ჯგუფის ხელმძღვანელი არა "ზოონი", არამედ უვაის ახმადოვი იყო - ჩეჩნური წინააღმდეგობის აქტიური წევრი, რომელიც მოგვიანებით, თანამებრძოლებს, როგორც ჩანს, გაემიჯნა. 

"1999 წელს ეს პირი პირველად ჩნდება საქართველოში. როგორც ირკვევა, მას ახლო კონტაქტი ჰქონდა პანკისის ჯამაათთან. ისინი აკონტროლებდნენ არაბული სამყაროდან პანკისისკენ წამოსულ ფულს და ეჭვი მაქვს, რომ წილში ქართველი სპეცსამსახურებიც იჯდნენ. ეს თანხა ხეობაში ვაჰაბიზმის გაძლიერებას ხმარდებოდა, რასაც რიგი ქართველი მაღალჩინოსნები უწყობდნენ ხელს",- განაცხადა ექსპერტმა.

არეშიძე არ გამორიცხავს, რომ რუსული მედიის ინფორმაცია ამ პირთა ორმაგო აგენტობისა და კადიროვთან კონტაქტების შესახებ სიმართლეს შეესაბამებოდეს. შესაბამისად, მისი აზრით, არც ისაა გამორიცხული, რომ ქართველი ძალოვანები საქართველოს წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს კადიროვთან ახლო კონტაქტი ჰქონოდათ.

"პაპასკირისა და ახმადოვის მსგავსი ორმაგი აგენტები თანამშრომლობენ სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურებთან ისე, რომ ამის შესახებ არავინ იცის. ეს ჯგუფი მრავალ საერთაშორისო ავანტიურისტულ საქმეში იყო ჩართული და ამიტომ ვფიქრობ, რომ ისინი მხოლოდ ქართველ და რუს სპეცსამსახურებთან არ ითანამშრომლებდნენ. ეს ჯგუფი პირადი სარგებლის მიღების მიზნით მოქმედებდა. რაც შეეხება ჩვენი წინა ხელისუფლების წარმომადგენლების თანამშრომლობას კადიროვსა და რუსულ ეფეეს-ბე-სთან, მე ყოველთვის მქონდა ეჭვი და არც არის გამორიცხული, რომ მათ კადიროვთან ჰქონოდათ ახლო კონტაქტი, ეს კი ეფ-ეს-ბესთან თანამშრომლობას ნიშნავს",- განაცხადა მამუკა არეშიძემ.

მისივე აზრით, "ბერლინის" დაჯგუფების წევრთა თურქეთში დაკავება "ეფ-ეს-ბე"-ს დაკვეთითა და რიგი ქართველი ძალოვანების მონაწილეობით განხორციელდა. 

"ეფ-ეს-ბე-ს რომ მათი ლიკვიდაცია სნდომოდა, ეს არ გაჭირდებოდა და მათ არ დააკავებდნენ. შესაძლოა, ისინი კონტროლიდან გავიდნენ, ან აღარ იყვნენ საჭირო - ეს შეგვიძლია, მხოლოდ ვივარაუდოთ",- დასძინა არეშიძემ. 

საქართველოს მოქალაქეობის მქონე ქილერმა მეტსახელად "ზოონმა", რომელიც, თურქეთის ხელისუფლების მონაცემებით, საქართველოს სპეცსამსახურებისა და რუსეთის ФСБ-ს ორმაგი აგენტია, აღიარა, რომ სტამბოლში "კავკასიის იმარატის" ორი წარმომადგენელი მოკლა: 2008 წელს - ისლამ ჯანიბეკოვი, 2009 წელს კი - ალი ოსაევი (მუსა ატაევი), რომელიც "კავკასიის იმარატის" უცხოურ წარმომადგენლობას ხელმძღვანელობდა. ამის შესახებ თურქული ტელეარხი "D" იუწყება. 

"კავკასიის იმარატის" ვებ-გვერდი "კავკაზცენტრი" კი, თავის მხრივ, აცხადებს, რონ მუსა ატაევის მკვლელობამდე "ზოონი" 2 კვირის განმავლობაში მის ბინაში ცხოვრობდა, ხოლო მკვლელობამდე ორი დღით ადრე დაიბარა, რომ თბილისში მიემგზავრებოდა.

გარდა ამისა, ქილერის აღიარებითი ჩვენებიდან ირკვევა, რომ იგი რუსული ФСБ-ს აგენტებს 2011 წლის 16 სექტემბერს სტამბოლის ზეიტინბურნუს რაიონში სამი ჩეჩენი დევნილის - ბექჰაჯი მუსაევის, რუსტამ ალტემიროვისა და ზაურბეკ ამრიევის ლიკვიდაციის მზადებაში დაეხმარა. სულ მკვლელობის მზადებაში ФСБ-ს აგენტების 3 ჯგუფი მონაწილეობდა. 

როგორც თურქული ტელეარხი "D" იუწყება, "ზოონი", იგივე რუსლან პაპასკირი საქართველოს მოქალაქეა. ამერიკულ ინსტიტუტ ჟამესტოწნ Fოუნდატიონ-ის ცნობით, ქილერის ნამდვილი სახელი და გვარი ალი დუბაევია.

ირკვევა, რომ "ზოონი" სხვადასხვა სახელებზე გაცემული 12 პასპორტით სარგებლობდა, თურქეთში კი სულ მცირე, 58-ჯერ არის ნამყოფი. 

ანტიტერორისტული დეპარტამენტის აგენტებმა ის სტამბოლის აეროპორტში სირიიდან ჩამოფრენის შემდეგ, იმ დროს დააკავეს, როდესაც ჯერ-ჯერობით გაურკვეველი მიზნით ეგვიპტეში აპირებდა გამგზავრებას. 

"ზოონის" დაჯგუფების სხვა 5 წევრი, რომელიც 16 ნოემბერს დააკავეს, მოგვიანებით კი ქვეყნიდან გაუსვლელობის ხელწერილით გაათავისუფლეს, ხელმეორედ არის დაკავებული და ამჟამად სტამბოლის პოლიციის უცხოეთის მოქალაქეთა დეპარტამენტის იზოლატორში იმყოფება. ესენია: ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის ემისრის ახმედ ზაკაევის პირადი წარმომადგენელი უვაის ახმადოვი, მისი ძმა იმრანი, ასევე მათი 3 თანამოაზრე - ალი, თურქო და მუსა. 

ცნობილია, რომ ახმედ ზაკაევს მუდმივი კავშირი ჰქონდა "ზოონთან", ხან - უვაის ახმადოვის მეშვეობით, ხანაც პირდაპირ. თავის მხრივ, "ზონა" (იგივე "ზოონი"), თურქეთში ყოფნისას მუდმივად იმრან ახმადოვის სახლში ცხოვრობდა. 

"კავკაზცენტრის" ინფორმაციით, დადასტურებულადაა ცნობილი, რომ ჯერ კიდევ 2010 წელს უვაის ახმადოვმა კადიროვს ით 500 ათასი ევრო გამოართვა საზღვარგარეთ "კავკასიის იმარატის" მხარდამჭერთა მკვლელობისთვის. ფული მას ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის ყოფილმა წარმომადგენელმა ინგლისში და ახმად ზაკაევის თანაშემწემ უმარ სუგაიპოვმა გადასცა, რომელიც თურქეთში აზერბაიჯანიდან ჩაფრინდა. 


www.iveroni.com.ge





უკან

კახა კუკავას გამოსვლა პარლამენტში გირგვლიანის საქმეზე
21.02.2017