პოლიტიკური პარტია თავისუფალი საქართველო

Political Party Free Georgia

13:23:19
22 11 2017
ეკონომიკური ზრდა: 2002 - 5,4 %   2005 - 9,3 %   2007 - 12 %   2010 - 6,3 %   2011 - 7,2 %   2012 - 6,1 %   2013 - 3,3 %   2014 - 5 %    
ქართული პრესა
PRIMETIMENEWS.GE "უნდა მივცეთ აფხაზებს და ოსებს არჩევანის საშუალება იყვნენ საქართველოს თუ რუსეთის ნაწილი"
02-12-2012  

 


ჩვენ უნდა მივცეთ მათ არჩევანის საშუალება, აფხაზებს და ოსებს რა არის უკეთესი - იყვნენ საქართველოს შემადგენლობაში თუ იყვნენ რუსეთის ნაწილი - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ Foreign Policy-თან საუბარი განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლების გეგმა მდგომარეობს იმაში, რომ ქვეყანა გახდეს უფრო მიმზიდველი.

"გეგმა იმაში მდგომარეობს, რომ ქვეყანა გავხადოთ მაქსიმალურად მიმზიდველი აფხაზებისა და ოსებისთვის. ჩვენ უნდა მივცეთ მათ არჩევანის საშუალება, რა არის უკეთესი - იყვნენ საქართველოს შემადგენლობაში თუ იყვნენ რუსეთის ნაწილი. თუ ჩვენ შევძლებთ დავამყაროთ ნდობა ჩვენს შორის, განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა და დავანახოთ ყველას შიგნით და გარეთ, რომ ეს დემოკრატიული ქვეყანაა, ის ყველასთვის მიმზიდველი იქნება და ისინი განვითარების და კეთილდღეობის შესაძლებლობას საქართველოს შიგნით დაინახავენ",- აცხადებს მინისტრი.

www.primetimenews.ge

 





უკან

კახა კუკავას გამოსვლა პარლამენტში გირგვლიანის საქმეზე
21.02.2017