პოლიტიკური პარტია თავისუფალი საქართველო

Political Party Free Georgia

13:26:17
22 11 2017
ეკონომიკური ზრდა: 2002 - 5,4 %   2005 - 9,3 %   2007 - 12 %   2010 - 6,3 %   2011 - 7,2 %   2012 - 6,1 %   2013 - 3,3 %   2014 - 5 %    
ქართული პრესა
IVERONI.COM.GE "ზოონმა" თურქეთში ჩადენილი და დაგეგმილი მკვლელობები აღიარა
02-12-2012  

საქართველოს მოქალაქეობის მქონე ქილერმა მეტსახელად "ზოონმა", რომელიც, თურქეთის ხელისუფლების მონაცემებით, საქართველოს სპეცსამსახურებისა და რუსეთის ФСБ-ს ორმაგი აგენტია, აღიარა, რომ სტამბოლში "კავკასიის იმარატის" ორი წარმომადგენელი მოკლა: 2008 წელს - ისლამ ჯანიბეკოვი, 2009 წელს კი - ალი ოსაევი (მუსა ატაევი), რომელიც "კავკასიის იმარატის" უცხოურ წარმომადგენლობას ხელმძღვანელობდა. ამის შესახებ თურქული ტელეარხი "D" იუწყება. 

"კავკასიის იმარატის" ვებ-გვერდი "კავკაზცენტრი" კი, თავის მხრივ, აცხადებს, რონ მუსა ატაევის მკვლელობამდე "ზოონი" 2 კვირის განმავლობაში მის ბინაში ცხოვრობდა, ხოლო მკვლელობამდე ორი დღით ადრე დაიბარა, რომ თბილისში მიემგზავრებოდა.

"26 თებერვალს, დაახლოებით ღამის 23:00 სთ-ზე "ზოონი" მუსა ატაევს სადარბაზოსთან ჩაუსაფრდა და ზურგში ესროლა, რის შემდეგაც თავში საკონტროლო გასროლა განახორციელა. ქუჩის ვიდეოკამერამ მკვლელი ზურგის მხრიდან დააფიქსირა, თუმცა "ზოონმა" აღიარა, რომ მკვლელობის დროს პარიკი ეკეთა. ანალოგიური ხერხით მოკლე, ჩვენების თანახმად, ქილერმა ისლამ ჯანიბეკოვი იმ დროს, როცა იგი საცხოვრებელ სახლთან მდგომი მანქანის საბარგულს აღებდა" - იუწყება თურქული ტელეარხი. 

გარდა ამისა, ქილერის აღიარებითი ჩვენებიდან ირკვევა, რომ იგი რუსული ФСБ-ს აგენტებს 2011 წლის 16 სექტემბერს სტამბოლის ზეიტინბურნუს რაიონში სამი ჩეჩენი დევნილის - ბექჰაჯი მუსაევის, რუსტამ ალტემიროვისა და ზაურბეკ ამრიევის ლიკვიდაციის მზადებაში დაეხმარა. 

"ზოონი" ყვება, რომ მკვლელობის ორგანიზებაში რამდენიმე ადამიანი მონაწილეობდა, რომელიც სტამბოლში ცხოვრობდა. თურქული მედია მათ ვინაობას ჯერჯერობით არ ახმაურებს და არც იმას აზუსტებს, კონკრეტულად რაში მდგომარეობდა უშუალოდ "ზოონის" როლი სამმაგი მკვლელობის ორგანიზებაში.

"ზოონის" ჩვენების თანახმად, ФСБ-ს ორი აგენტი თურქეთში რუსეთის სახელმწიფო ოლიმპიური კომიტეტის დელეგაციის შემადგენლობაში აღმოჩნდა და ორი დღის განმავლობაში დაკვირვებას აწარმოებდა, ხოლო 16 სექტემბერს ჩანაფიქრი განახორციელა, რის შემდეგაც თურქეთის ტერიტორია სხვა პასპორტებით დაქირავებული მანქანით დატოვა.

ადრე თურქული მედია იუწყებოდა, რომ სამი ჩეჩენი დევნილის მკვლელობაში ნადიმ იუსუპოვი და ალექსანდრე ჟარკოვი მონაწილეობდნენ და სწორედ მათ ესროლეს ჩეჩნებს.

გარდა ამისა, ამ კონტექსტში დასახელდნენ კადიროვის თანაშემწე ზიაუდდინ მახაევი და ქალი, ვინმე მარია მ., რომელმაც თურქეთის ტერიტორია მკვლელობის შემდეგ მახაევის მეუღლის სახელით დატოვა. 

სულ მკვლეობის მზადებაში ФСБ-ს აგენტების 3 ჯგუფი მონაწილეობდა. 

როგორც თურქული ტელეარხი "D" იუწყება, "ზოონი", იგივე რუსლან პაპასკირი საქართველოს მოქალაქეა. ამერიკულ ინსტიტუტ ჟამესტოწნ Fოუნდატიონ-ის ცნობით, ქილერის ნამდვილი სახელი და გვარი ალი დუბაევია.

"ზოონის" ძმა მუსა დუბაევი ასევე ქილერია. იგი ჩეჩნურ-აზერბაიჯანულ ბანდაში შედიოდა, რომელსაც რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სისხლის სამართლის სამძებროს ოპერრწმუნებული ჰაჯი მამედოვი ხელმძღვანელობდა. ეს ბანდა აზერბაიჯანში ბიზნესმენის გატაცებითა და მკვლელობით იყო დაკავებული. 2005 წელს მას უვადო პატიმრობა მიუსაჯეს, 2007 წელს ბაქოს სააპელაციო სასამართლომ ბანდის წევრთა განაჩენი ძალაში დატოვა. სულ ამ დაჯგუფებაში 26 კაცი შედიოდა და მათგან 10-ს სიცოცხლის ბოლომდე პატიმრობა აქვს მისჯილი" - იუწყება "კავკასიის იმარატის" ოფიციალური ვებ-გვერდი "კავკაზცენტრი".

ირკვევა, რომ "ზოონი" სხვადასხვა სახელებზე გაცემული 12 პასპორტით სარგებლობდა, თურქეთში კი სულ მცირე, 58-ჯერ არის ნამყოფი. 

ანტიტერორისტული დეპარტამენტის აგენტებმა ის სტამბოლის აეროპორტში სირიიდან ჩამოფრენის შემდეგ, იმ დროს დააკავეს, როდესაც ჯერ-ჯერობით გაურკვეველი მიზნით ეგვიპტეში აპირებდა გამგზავრებას. 

"ზოონის" დაჯგუფების სხვა 5 წევრი, რომელიც 16 ნოემბერს დააკავეს, მოგვიანებით კი ქვეყნიდან გაუსვლელობის ხელწერილით გაათავისუფლეს, ხელმეორედ არის დაკავებული და ამჟამად სტამბოლის პოლიციის უცხოეთის მოქალაქეთა დეპარტამენტის იზოლატორში იმყოფება. ესენია: ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის ემისრის ახმედ ზაკაევის პირადი წარმომადგენელი უვაის ახმადოვი, მისი ძმა იმრანი, ასევე მათი 3 თანამოაზრე - ალი, თურქო და მუსა. 

ცნობილია, რომ ახმედ ზაკაევს მუდმივი კავშირი ჰქონდა "ზოონთან", ხან - უვაის ახმადოვის მეშვეობით, ხანაც პირდაპირ. თავის მხრივ, "ზონა", თურქეთში ყოფნისას მუდმივად იმრან ახმადოვის სახლში ცხოვრობდა. 

ხსენებულ პირთაგან ზოგიერთი, კერძოდ, ძმები ახმადოვები ადრე უკვე იყვნენ დაკავებულები შამსუდდინ ბატუკაევზე თავდასხმისთვის, ხოლო "ზოონი", თურქული მედიის ინფორმაციით, ძებნაშიც იყო გამოცხცადებული. 

ამასთან, არსებობს არშემდგარი ქილერის ბახრომ ბატუმაევის ჩვენება, რომლის თანახმად, იგი ჩეჩნეთიდან თურქეთში ჩეჩნეთის რუსეთის მიერ ხელდასმული პრეზიდენტის კადიროვის პირადი ბრძანებით გაგზავნეს, პირად ინსტრუკტაჟს კი კადიროვის თანაშემწე ბაი-ალი თევსიევი იძლედა, რომელმაც განუცხადა ბატუმაევს, რომ თურქეთში მას უვაის ახმადოვი დახვდებოდა და შემდგომი მოქმედების ინსტრუქციას მიაწვდიდა. თუმცა მოგვიანებით ბატუმაევმა ჩვენება შეცვალა და, როგორც მოწმეები ირწმუნებიან, მან განაცხადა, რომ უვაის ახმადოვი მას ჩეჩნეთში ნათესავების მკვლელობით დაემუქრა, თუ ის ჩვენებაზე უარს არ განაცხადებდა. 

"კავკაზცენტრის" ინფორმაციით, დადასტურებულადაა ცნობილი, რომ ჯერ კიდევ 2010 წელს უვაის ახმადოვმა კადიროვს ით 500 ათასი ევრო გამოართვა საზღვარგარეთ "კავკასიის იმარატის" მხარდამჭერთა მკვლელობისთვის. ფული მას ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის ყოფილმა წარმომადგენელმა ინგლისში და ახმად ზაკაევის თანაშემწემ უმარ სუგაიპოვმა გადასცა, რომელიც თურქეთში აზერბაიჯანიდან ჩაფრინდა. 

www.iveroni.com





უკან

კახა კუკავას გამოსვლა პარლამენტში გირგვლიანის საქმეზე
21.02.2017