პოლიტიკური პარტია თავისუფალი საქართველო

Political Party Free Georgia

13:25:12
22 11 2017
ეკონომიკური ზრდა: 2002 - 5,4 %   2005 - 9,3 %   2007 - 12 %   2010 - 6,3 %   2011 - 7,2 %   2012 - 6,1 %   2013 - 3,3 %   2014 - 5 %    
ქართული პრესა
GEWORLD.GE პუტინი: ილია ჭავჭავაძემ რუსული კულტურის განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანა
02-12-2012  


სანკტ–პეტერბურგის უნივერსიტეტში 26 ნოემბერს მუშაობა დაიწყო სამეცნიერო–კულტურულმა ფორუმმა „ილია ჭავჭავაძის დღეები სანკტ–პეტერბურგში.დაბადებიდან 175 წლის აღსანიშნავად“.


იგი ილია ჭავჭავაძეს, დიდ ქართველ მწერალს, მოაზროვნეს, საზოგადო მოღვაწეს ეძღვნება, რომელიც ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა, როგორც ილია მართალი.

ფორუმის საზეიმო გახსნაზე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობის საკითხებში და საგანგებო დავალებათა ელჩმა მიხაილ შვიდკოიმ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიმართვა გააცნო დამსწრე საზოგადოებას.


„დროულად მიმაჩნია თქვენი შეხვედრა. ფორუმი ქართველი ხალხის დიდი შვილის, საზოგადო მოღვაწის, მოაზროვნის, პოეტის, მეცენატის,  ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 175 წელს ეძღვნება. მისი სახელი და ცხოვრება მჭიდროდ არის დაკავშირებული რუსეთთან. აქ, სანკტ–პეტერბურგის უნივერსიტეტში მიიღო მან უმაღლესი განათლება და ჩამოყალიბდა პიროვნებად. თავისი შემოქმედებით და მრავალმხრივი მოღვაწეობით ილია ჭავჭავაძემ მართლაც უდიდესი წვლილი შეიტანა რუსული კულტურის, მეგობრობისა და კეთილმეზობლობის ტრადიციის განვითარებაში, რომელიც ოდითგანვე აკავშირებდა ჩვენს ხალხებს. მნიშვნელოვანია, რომ რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეთა დღევანდელი თაობები პატივს მიაგებენ საკუთარი წინაპრების ხსოვნას. ბევრს აკეთებენ ჰუმანიტარული კონტაქტების, ადამიანებს შორის ნდობის გამყარებისთვის, რაც ხელს უწყობს სახალხო დიპლომატიის ინსტიტუტების განვითარებას“, – ნათქვამია მიმართვაში.


სამეცნიერო–კულტურული ფორუმი სანკტ–პეტერბურგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელშეწყობით იმართება. სამეცნიერო მოხსენებების, შემოქმედებითი შეხვედრების და მრგვალი მაგიდების ფარგლებში მეცნიერებისა და კულტურის წარმომადგენლები თბილისიდან, მოსკოვიდან და სანკტ–პეტერბურგიდან ორი ქვეყნის ხალხებს შორის სამეცნიერო–კულტურული დიალოგის თავისებურებებზე იმსჯელებენ.


ფორუმის ორგანიზატორები არიან საერთაშორისო კულტურულ–საგანმანათლებლო კავშირი „რუსკი კლუბი“ ფონდ „რუსკი მირის“ მხარდაჭერით, სანკტ–პეტერბურგის უნივერსიტეტი და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

 


www.geworld.ge





უკან

კახა კუკავას გამოსვლა პარლამენტში გირგვლიანის საქმეზე
21.02.2017