პოლიტიკური პარტია თავისუფალი საქართველო

Political Party Free Georgia

01:30:26
19 11 2017
ეკონომიკური ზრდა: 2002 - 5,4 %   2005 - 9,3 %   2007 - 12 %   2010 - 6,3 %   2011 - 7,2 %   2012 - 6,1 %   2013 - 3,3 %   2014 - 5 %    
ქართული პრესა
PRIMETIMENEWS.GE კახიშვილი არ გამორიცხავს, რომ მერაბიშვილმა პოლიციელს ყალბი პასპორტი პროვოკაციის მიზნით მიაწოდა
02-12-2012  

ექსპერტი კახი კახიშვილი არ გამორიცხავს, რომ ყოფილმა პრემიერმა ვანო მერაბიშვილმა, ყალბი პასპორტი პოლიციელს პროვოკაციის მიზნით მიაწოდა. როგორც Prime Time News-ს კახიშვილმა განუცხადა, პოლიციას, წესით ამაზე ექნებოდა რეაგირება, უნდა დაეკავებინათ მერაბიშვილი, რაც მოგვიანებით საერთაშორისო პიარისთვის კარგად გამოიყენებდა "ნაციონალური მოძრაობა".

"შესაძლოა ყალბი პასპორტის მიწოდება პროვოკაციის მიზნით მოხდა. რადგანაც,  როდესაც მერაბიშვილი წარადგენდა ამ პასპორტს პოლიციას ექნებოდა რეაგირება და უნდა დაეკავებინათ მერაბიშვილი, რასაც შემდგომში საერთაშორისო პიარისთვის გამოიყენებდნენ, რომ პრეზიტენტის დელეგაციის ერთ-ერთი წევრი პირდაპირ აეროპორტში დააკავეს. ანუ რეალურად კიდევ ერთი დაკავება ჩაეთვლებოდა ამ ხელისუფლებას რასაც შემდგომში „ნაციონალური მოძრაობა“ გამოიყენებდა სერიოზული პიარისთვის. გამოვიდოდა, რომ მერაბიშვილის მოხსნით ჩავარდა ვიზიტი. შესაძლოა ეს დოკუმენტი პრეზიდენტის პროტოკოლის სამსახურმა გადააწოდა და საბოლოოდ იტყოდა, რომ მას მსგავსი არაფერი ჰქონია. ის, რომ მერაბიშვილს, ადეიშვილს და სხვა უმაღლესი თანამდებობის პირებს შესაძლოა ჰქონოდათ ყალბი პასპორტები მე ამას არ გამოვრიცხავ, რადგანაც მათ ხელში იყო მთელი სამოქალაქო რეესტრი. მაგრამ მეორეა დელეგაციის ფარგლებში რაში სჭირდებოდა მერაბიშვილს ეს? მით უმეტეს მაშინ, როდესაც ის დაბრუნდა საქართველოში და არ გაქცეულა. ამიტომაც აქ უკვე სხვა კითხვის ნიშნები ჩნდება",  - აცხადებს კახიშვილი.

მისი თქმით, რაც უფრო მეტად დახურული იქნება უწყება საზოგადოებაში მით მეტი კითხვები გაჩნდება.

"რაც უფრო მეტად დახურული იქნება უწყება, მით უფრო მეტი კითხვები გაჩნდება. იგივე ხაჩიძის სახლის ჩხრეკა რის საფუძველზე მოხდა. ალბათ, მათ გარკვეული ინფორმაცია ჰქონდათ. იმიტომ რომ გოგა არ იყო ძალოვანი სისტემის ხელმძღვანელი რომ ეჭვები ყოფილიყო მის მიმართ. ამიტომაც საჭიროა ასეთი საკითხების ახსნა", - აცხადებს კახიშვილი.

შსს განცხადებით ყოფილ პრემიერ-მინისტრზე ვანო მერაბიშვილზე საქმის გამოძიება ყალბი დოკუმენტის გამოყენებისა და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე დაიწყო.


www.primetimenews.ge





უკან

კახა კუკავას გამოსვლა პარლამენტში გირგვლიანის საქმეზე
21.02.2017