პოლიტიკური პარტია თავისუფალი საქართველო

Political Party Free Georgia

01:30:55
19 11 2017
ეკონომიკური ზრდა: 2002 - 5,4 %   2005 - 9,3 %   2007 - 12 %   2010 - 6,3 %   2011 - 7,2 %   2012 - 6,1 %   2013 - 3,3 %   2014 - 5 %    
ქართული პრესა
SAQINFORM.GE: აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი: „ნუ დაადგებით უკრაინის გზას“
01-12-2012  

საქართველო, 30 ნოემბერი, საქინფორმი. გუშინ, 29 ნოემბერს, ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძის შეხვედრის შემდეგ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ვიქტორია ნულანდმა განაცხადა, რომ ეს ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა იყო, სადაც მხარეებმა განიხილეს საგარეო პოლიტიკის პრინციპები, რომლებითაც საქართველოს ახალი ხელისუფლება იხელმძღვანელებს.

„ძალიან გაგვახარა და დიდი იმედი ჩაგვისახა იმან, რაც მოვისმინეთ. ჩვენი მხრიდან კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე, ჟენევის პროცესისთვის მხარდაჭერა, რომლის ფარგლებშიც ვცდილობთ წარმოქმნილი სირთულეების გადაჭრას“, – აღნიშნა ნულანდმა



წყარო/Source: www.saqinform.ge





უკან

კახა კუკავას გამოსვლა პარლამენტში გირგვლიანის საქმეზე
21.02.2017