პოლიტიკური პარტია თავისუფალი საქართველო

Political Party Free Georgia

09:27:24
24 11 2017
ეკონომიკური ზრდა: 2002 - 5,4 %   2005 - 9,3 %   2007 - 12 %   2010 - 6,3 %   2011 - 7,2 %   2012 - 6,1 %   2013 - 3,3 %   2014 - 5 %    
ქართული პრესა
PIRWELI.COM.GE:კახა კუკავა მიიჩნევს, რომ "ქართულმა ოცნებამ" სამართლიანობის აღდგენაზე უარი თქვა
04-12-2013  

როგორც "თავისუფალი საქართველოს" ლიდერმა "პირველ პრესკლუბში" განაცხადა, საუბარი იმის შესახებ, თითქოს მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნა მხოლოდ გადაიდო, სრული სიცრუეა.

 

ამასთან, მისივე თქმით, აღნიშნული კომიისის შექმნაზე უარის თქმა, ასევე თვითმმართველობის კანონპროექტი, რომელიც საქართველოში ახალი ავტონომიების შექმნის საფრთხეს შეიცავს, ხელისუფლების რეპუტაციას საფრთხეს უქმნის. 

 

 "დღეს ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ ამ კომისიის შექმნა 2014 წლის ბიუჯეტში საერთოდ არ არის გათვალისწინებული ანუ საუბარი იმაზე, რომ დროებით გადაიდო ამ კომისიის შექმნა, სრული სიცრუეა. ის მინიმუმ, 2015 წლამდეა გადადებული, ამ დრომდე კი “ქართული ოცნება" საერთოდ იქნება თუ არა, ეს საკითხავია. რეალურად, "ქართულმა ოცნებამ” უარი თქვა სამართლიანობის აღდგენაზე. ჩვენ მივმართავთ პრემიერ-მინიტრს _ ეს ორი ინიციატივა - თვითმმართველობის კოდექსი და მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენ კომისიაზე უარის თქმა ძირს უთხრის "ქართული ოცნების" და პირველ რიგში, პრემიერ-მინისტრის რეპუტაციას, ამიტომ მოვუწოდებთ ღარიბაშვილს, გამოხატოს თავისი პირადი პოზიცია ამ ორ საკითხთან დაკავშირებით, იაზიარებს თუ არა წულუკიანის პოზიციას სამართლიანობის აღდგენაზე უარის თქმისა და ნარმანიას პოზიციას ქვეყანაში ახალი ავტონომიური ერთეულების შექმნის შესახებ. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ბატონი ღარიბაშვილი სახელმწიფოებრივ პოზიციას დაიკავებს და მინიმუმ, ამ ორი მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი დადგება. წინააღმდეგ შემთხვევაში, გარდაუვლად მოხდება მთელი მთავრობის "კბილაშვილიზაცია" – ჯერ რეიტინგის დაკარგვა, შემდეგ კი მთელი კაბინეტის კოლაფსი. ალბათ, უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება ერთობლივი მიმართვა ამასთან დაკავშირებით და აუცილებელია, რომ ხელისუფლებამ საზოგადოების მისამართით ადეკვატური ნაბიჯები გადადგას" - განაცხადა კახა კუკავამ. 

pirweli.com.ge





უკან

კახა კუკავას გამოსვლა პარლამენტში გირგვლიანის საქმეზე
21.02.2017