პოლიტიკური პარტია თავისუფალი საქართველო

Political Party Free Georgia

08:08:57
23 06 2018
ეკონომიკური ზრდა: 2002 - 5,4 %   2005 - 9,3 %   2007 - 12 %   2010 - 6,3 %   2011 - 7,2 %   2012 - 6,1 %   2013 - 3,3 %   2014 - 5 %    
განცხადებები
„თავისუფალი საქართველო“: “RMG GOLD“-ის დანაშაულებრივი საქმიანობის შეჩერება მხოლოდ სამოქალაქო პროტესტს შეუძლია
19-02-2018  

დმანისში “RMG GOLD“-ის საქმიანობის შედეგად გარემოს დაბინძურების მაჩვენებელი შემაშფოთებელ მასშტაბებს აღწევს. აღნიშნულთან დაკავშირებით მასალა გავიდა მედიაშიც, საიდანაც ნათლად ჩანს წყლის დაბიძნურებით გამოწვეული კატასტროფული ვითარება.


კულტურული მემკვიდრებოს ძეგლის აფეთქების შემდეგ, კომპანიის საქმიანობა უკვე მთელ რაიონს მოწამვლის საფრთხის წინაშე აყენებს. რაც კიდევ უფრო შემაშფოებელია, სახელმწიფო უწყებები სრულიად გულგრილად ადევნებენ თვალს მიმდინარე ეკოლოგიურ კატასტროფას.


ვფიქრობთ, მოცემულ შემთხვევაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საზოგადოების აქტიურობას და პროცესში ჩართულობას. რადგან მხოლოდ საზოგადოების მტკიცე პოზიცია იქნება ის ერთადერთი მექანიზმი, რაც შეაჩერებს გარემოს მოწამვლის პროცესს.


20 თებერვალს, დმანისის მერიაში დანიშნულია “RMG GOLD”-ის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხლვა. „თავისუფალი საქართველო“ დაესწრება სხდომას და მოუწოდებს მოსახლეობას აქტიური მონაწილეობა მიიღოს საკითხის განხილვაში.





უკან

კახა კუკავას გამოსვლა პარლამენტში გირგვლიანის საქმეზე
21.02.2017