პოლიტიკური პარტია თავისუფალი საქართველო

Political Party Free Georgia

01:17:27
18 11 2017
ეკონომიკური ზრდა: 2002 - 5,4 %   2005 - 9,3 %   2007 - 12 %   2010 - 6,3 %   2011 - 7,2 %   2012 - 6,1 %   2013 - 3,3 %   2014 - 5 %    
განცხადებები
თბილისის სააპელაციო სასამართლო გაერთიანებული ოპოზიციის საჩივარს განიხილავს
06-11-2017  

თბილისის სააპელაციო სასამართლოში დაიწყო ოპოზიციური პარტიების ერთობლივი სააპელაციო საჩივრის განხილვა ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ, თბილისის მერის და თბილისის საკრებულოს შედეგებთან დაკავშირებით. 


ოპოზიციური პარტიები მიუთითებენ სხვადასხვა საარჩევნო უბანზე მრავალრიცხვოვან დარღვევებზე. გარდა ამისა, მათ მიერ საქმეში წარმოდგენილია მრავალფეროვანი ვიდეო მასალა, სადაც ასახულია დარღვევების ფართო სპექტრი.


სააპელაციო საჩივარს ხელს აწერენ: 


1. თავისუფალი საქართველო (კახა კუკავა);


2. დემოკრატიული მოძრაობა (ნინო ბურჯანაძე);


3. ლეიბორისტული პარტია (შალვა ნათელაშვილი);


4. ახალი საქართველო (გიორგი ვაშაძე);


5. პატრიოტთა ალიანსი (ირმა ინაშვილი);


6. ქრისტიან-დემოკრატები (გოჩა ჯოჯუა);


7. ნაციონალური მოძრაობა (ნიკა მელია);


8. ევროპული საქართველო (ელენე ხოშტარია);


9. შენების მოძრაობა (დავით უსუფაშვილი).


სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და მხოლოდ სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გასაჩივრდება.





უკან

კახა კუკავას გამოსვლა პარლამენტში გირგვლიანის საქმეზე
21.02.2017