პოლიტიკური პარტია თავისუფალი საქართველო

Political Party Free Georgia

01:17:12
18 11 2017
ეკონომიკური ზრდა: 2002 - 5,4 %   2005 - 9,3 %   2007 - 12 %   2010 - 6,3 %   2011 - 7,2 %   2012 - 6,1 %   2013 - 3,3 %   2014 - 5 %    
განცხადებები
ოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება წინასაარჩევნო გარემოს შესახებ
10-10-2017  

საქართველოს ოპოზიციური პარტიები შეშფოთებას გამოვთქვამთ 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ შექმნილი არასამართლიანი და დისკრიმინაციული წინასაარჩევნო გარემოს გამო. 


ნიშანდობლივია, რომ პრობლემები თავს იჩენს პრაქტიკულად ყველა მიმართულებით:


1. არათანაბარი მედია-გარემო:


1.1. საზოგადოებრივი მაუწყებელის „მეორე არხი“, რომელიც წინა ხელისუფლებების მიერ უსამართლო მედიაკონტროლის პირობებშიც კი ეთმობოდა ოპოზიციას, ადგილობრივი არჩევნების წინ დაიხურა და გაუქმდა მის ეთერში მოქმედი ყველა პოლიტიკური გადაცემა;


1.2. თბილისის მერობის კანდიდატებს შორის ერთადერთი დებატები დაგეგმილია საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე კანჭისყრამდე 2 დღით ადრე;


ასევე, გრძელდება ხელისუფლების შეტევა დამოუკიდებელ ტელეკომპანიებზე:


1.3. პრაქტიკულად უფუნქციოდ დარჩა ტელეკომპანია „მაესტრო“, რომლის ერთერშიც საერთოდ აღარ არსებობს მოქმედი პოლიტიკური გადაცემა და წარსულში საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დამოუკიდებელი ტელეკომპანია, დღეს შერწყმულია სახელისუფლებო მედია-ჰოლდინგს;


1.4. რაც შეეხება ტელეკომპანია „იმედს“, რომლის დასაცავად ქართულმა საზოგადოებამ ნაციონალური ხელისუფლების არადემოკრატიული და უკანონო გადაწყვეტილებების გამო არნახული ბრძოლა გამოიარა, დღეს ქცეული არის მმართველი პარტიის პრეს-ცენტრის დანამატად. არხის სარედაქციო პოლიტიკა, თემებისა და რესპოდენტების შერჩევა - სრულად დამოკიდებულია სახელისუფლებო პარტიის პროპაგანდისტულ ინტერესებზე.


კომუნიკაციების ეროვნული სააგენტოს ანგარიშის მიხედვით, ტელეკომპანია „იმედის“ საუკეთესო დროის (Prime Time) ძირითადი დრო ორ პარტიას ეთმობა: 49.61% „ქართულ ოცნებას“, 19.67% - „ევროპულ საქართველოს“, ხოლო 30.72% - ყველა დანარჩენ სუბიექტს ერთად.


2. არათანაბარი ფინანსური რესურსი:


აუდიტის სამსახურის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, აგვისტრო-სექტემბერის განმავლობაში პოლიტიკურმა პარტიებმა შემოწირულობები მიიღეს შემდეგი ოდენობით:


2.1. „ქართული ოცნება“ – 8 589 478 ლარი (91.78%);


2.2. „ევროპული საქართველო“ – 623 403 ლარი (6.66%);


2.3. დანარჩენი ოპოზიციური პარტიები - 146 170 (1.56%).


3. საარჩევნო ადმინისტრაციები და დავები:


ყველა წინამორბედი არჩევნების მსგავსად, სრულიად გაუმჭვირვალე გარემოში ჩატარდა საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში „დამოუკიდებელი“ კომისიის წევრების შერჩევის კონკურსი.


შედეგად, საარჩევნო ადმინისტრაციებისთვის წარდგენილი საჩივრებიდან დღეის მდგომარეობისთ დაკმაყოფილდა (ნაწილობრივ მაინც) მხოლოდ 15%, საიდანაც აბსოულური უმრავლესობა მცირე პროცედურულ დარღვევებს შეეხება. 


აღსანიშნავია, რომ წარდგენილი საჩივრებიდან, უდიდესი წილი - 32%, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასა და არაუფლებამოსილი პირების მიერ მმართველი პარტიის სასარგებლოდ აგიტაციაში მონაწილეობას ეხება. აღნიშნული შინაარსის საჩივრებიდან დაკმაყოფილებულია მხოლოდ ერთი და ამ შემთხვევაშიც სამართალდარღვევის ოქმი ოპოზიციური პარტიის მიერ დანიშნული კომისიის წევრის მიმართ შედგა.


ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების წინ შექმნილია არასამართლიანი და დისკრიმინაციული საარჩევნო გარემო, რომელიც ვერ უზრუნველყოფს არჩევნების სამართლიან და კონკურენტულ გარემოში ჩატარებას.


მივმართავთ საერთაშორისო და არგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, გაითვალისწინონ ზ/ა ინფორმაცია 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შეფასების საბოლოო დოკუმენტებში.





უკან

კახა კუკავას გამოსვლა პარლამენტში გირგვლიანის საქმეზე
21.02.2017