პოლიტიკური პარტია თავისუფალი საქართველო

Political Party Free Georgia

17:34:17
22 09 2017
ეკონომიკური ზრდა: 2002 - 5,4 %   2005 - 9,3 %   2007 - 12 %   2010 - 6,3 %   2011 - 7,2 %   2012 - 6,1 %   2013 - 3,3 %   2014 - 5 %    
არჩევნები >> საარჩევნო დავები
"არასაპარალმენტო ოპოზიციის" საჩივარი ცესკოს გორში გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრაზე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ
28-05-2014  

ა/წ 12 მაისს პრემიერ–მინისტრი  ირაკლი ღარიბაშვილი  გორში გამართულ წინასაარჩევნო  შეხვედრას დაესწრო და ამომრჩეველს კოალიცია „ქართული ოცნების“  გორის  მერობისა  და  შიდა ქართლის გამგებლების კანდიდატები წარუდგინა. მედიაში გავრცელდა კადრები სადაც ჩანს, რომ შეხვედრაზე დასწრების მიზნით მოხდა საჯარო მოხელეების მობილიზება საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან მ.შ. კასპიდან. გავრცელებულ ვიდეო მასალაში კასპში დასაქმებული საჯარო მოხელები აცხადებენ, რომ გორში მიდიან ,,ექსკურსიაზე~ ან საერთოდ იკავებენ თავს კითხვაზე პასუხის გაცემისგან.  მოცემულ პირთა გადაადგილება კი უზრუნველყოფილია ფორსირებულად, სამარშრუტო ტაქსებით. 





უკან

კახა კუკავას გამოსვლა პარლამენტში გირგვლიანის საქმეზე
21.02.2017