პოლიტიკური პარტია თავისუფალი საქართველო

Political Party Free Georgia

17:20:41
22 09 2017
ეკონომიკური ზრდა: 2002 - 5,4 %   2005 - 9,3 %   2007 - 12 %   2010 - 6,3 %   2011 - 7,2 %   2012 - 6,1 %   2013 - 3,3 %   2014 - 5 %    
სტრუქტურა >> ლიდერი

კახაკუკავა


პარტია “თავისუფალი საქართველოს” ლიდერი.


დაიბადა 1976 წლის 12 ივლისს, თბილისში. დაასრულა 171-ე საშუალო სკოლა და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (წარჩინებით).


1997-1999 მუშაობდა საქართველოს იუსტიციის საბჭოში (კონსულტანტად, შემდგომში – სექტორის უფროსად). 

 

1999-2001 საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის თანაშემწე, განყოფილების უფროსის მოადგილე, სამმართველოს უფროსის მოადგილე.


2001წლიდან სახელმწიფო სამსახურიდან გადადგომის შემდეგ დაკავებულია კერძო საადვოკატო პრაქტიკით: შპს „სანდო კონსალტინგის“-ს დირექტორი; 


2004 წელს არჩეულ იქნა საქართველოს პარლამენტის წევრად. პრაქტიკულად არჩევისთანავე სააკაშვილის პოლიტიკის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად დატოვა საპარლამენტო უმრავლესობა.


2004-2008 წლებში კახაკუკავა იყო არაერთი საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი, მ.შ: გირგვლიანის მკვლელობის შესახებ საგამოძიებო კომისიის შესახებ, ლუსტრაციის შესახებ, შევარდნაძის პერიოდში რეპრესირებულთა რეაბილიტაციის შესახებ (ეს უკანასკნელი მიღებულ იქნა პარლამენტის მიერ).


2007 წლის შემოდგომაზე არჩეულ იქნა პარლამენტის ყველაზე დიდი ოპოზიციური (მრავალპარტიული) ფრაქციის „დემოკრატიული ფრონტი”-ს თავმჯდომარედ.


გამოდიოდა პრეზიდენტ სააკაშვილის, შინაგან საქმეთა მინისტრ მერაბიშვილის და გენერალური პროკურორის -ადეიშვილის მწვავე კრიტიკით. 

 

2007-2009 წლებში იყო "გაერთიანებული ოპოზიციის" ერთ-ერთი ლიდერი და სააკაშვილის მთავრობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი.


კუკავას წინააღმდეგ პერიოდულად ახორციელებდა რეპრესიებს როგორც სააკაშვილის, ისე ივანიშვილის რეჟიმი. 2007 წლის 7 ნოემბერს ის დაკავებული იქნა ტელეკომპანია „იმედის“ შენობაში პარლამენტის სხვა წევრებთან ერთად, თუმცა მალევე გაათავისუფლეს. 2011 წლის 26 მაისს საპროტესტო აქციის დაშლისას კახა კუკავა სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებმა დააკავეს და სასტიკად სცემეს. იგი ოფიციალური განმარტებების გარეშე გათავისუფლებულ იქნა მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ.


2008 წლის მაისში კენჭი იყარა პარლამენტის გლდანის მაჟორიტარ დეპუტატად და 36%-ით დაიკავა მეორე ადგილი (სხვაობამ გამარჯვებულ გიორგი ასანიძესთან შეადგნა - 1,7%).


2010 წელს არჩეულ იქნა თბილისის საკრებულოს წევრად, სადაც პერიოდულად (როტაციის საფუძველზე) ასრულებდა ჯერ ფრაქციის, შემდეგ კი ადამიანის უფლებათა კომისიის თავმჯდომარის მოვალეობებს.


იმავე წელს თანამოაზრეებთან ერთად დააფუძნა მემარცხენე ორიენტაციის პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველო”. 

 

2011 წელს პარტიის პირველ ყრილობაზე არჩეულ იქნა პარტიის თავმჯდომარედ.


2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ წარმოადგენდა პრაქტიკულად ერთადერთ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ოპონირებდა როგორც „ნაციონალურ მოძრაობას“, ისე „ქართულ ოცნებას“. 2015 წელს რამდენჯერმე იქნა დაკავებული სხვადასხვა საპროტესტო აქციებზე (მოგვიანებით სასამართლომ უკანონოდ სცნო მისი დაკავება).


2013 წლის შუალედურ არჩევნებში კენჭი იყარა პარლამენტის ნაძალადევის მაჟორიტარ დეპუტატად, მიიღო ამომრჩეველთა 17,5% და დაიკავა მეორე ადგილი.


2016 წლის ოქტომბერში კვლავ იყარა კენჭი პარლამენტის გლდანის მაჟორიტარ დეპუტატად და 9,5%-ით დაიკავა მესამე ადგილი.


ჰყავს მეუღლე – თეა ოქროპირიძე და სამი შვილი.


 



კახა კუკავას გამოსვლა პარლამენტში გირგვლიანის საქმეზე
21.02.2017