პოლიტიკური პარტია თავისუფალი საქართველო

Political Party Free Georgia

09:38:15
24 11 2017
ეკონომიკური ზრდა: 2002 - 5,4 %   2005 - 9,3 %   2007 - 12 %   2010 - 6,3 %   2011 - 7,2 %   2012 - 6,1 %   2013 - 3,3 %   2014 - 5 %    
განცხადებები
კახა კუკავა ერთიანი კანდიდატების შეთანხმების საკითხზე ნინო ბურჯანაძეს შეხვდა
12-07-2017  

12 ივლისს „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე კახა კუკავა და პოლიტიკური საბჭოს წევრები „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერებს შეხვდნენ და ადგილობრივი არჩევნებისთვის ერთიან კანდიდატებზე შეთანხმების საკითხზე კონსულტაციები გამართეს.


შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველოზე ხელოვნურად თავსმოხვეული ორპარტიული სისტემა ანგრევს სახელმწიფო ინსტიტუტებს, აზიანებს დემოკრატიულ პროცესს და ამომრჩეველს უკარგავს რეალურ არჩევანს და პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის მოტივაციას. ამიტომაც, აუცილებელია, ჯანსაღმა ოპოზიციურმა ძალებმა გვერდზე გადადონ პარტიული ინტერესები და ადგილობრივ არჩევნებზე მხარი დაუჭირონ თბილისის და სხვა ქალაქების მერობის ერთიან კანდიდატებს.


ერთიანი კანდიდატად შესაძლოა დასახელდეს ნებისმიერი პარტიის წევრი ან უპარტიო კანდიდატი, გარდა „ქართულ ოცნებასთან“ და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირებული პირებისა. ვფიქრობთ ამ გზით შევძლებთ რეალური კონკურენცია გავუწიოთ როგორც მმართველი პარტიის კანდიდატებს, რომლებიც თავინთ თავს „უალტერნატივოდ“ მიიჩნევენ, აგრეთვე „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებს, რომელთა მთავარი ამოცანაც „მთავარი ოპოზიციური ძალის“ სტატუსის მონოპოლიზაციაა და არა ხელისუფლების შეცვლა.


10 ივლისს იგივე თემაზე შეხვედრა გაიმართა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსთან“. კვირის მანძილზე იგეგმება შეხვედრები სხვა წამყვანი ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან.


მოვუწოდებთ ყველა პარტიას მოლაპარაკებების დასრულებდამდე თავი შეიკავონ საკუთარი პარტიული კანდიდატების დასახელებისაგან რათა არ დავქსაქსოთ ოპოზიციის ძალები.





უკან

კახა კუკავას გამოსვლა პარლამენტში გირგვლიანის საქმეზე
21.02.2017